შსს-ს ოფიციალური ვიზიტით ედუარდო ლუის ფერნანდეს მარტინი ეწვია.

შსს-ს ოფიციალური ვიზიტით ედუარდო ლუის ფერნანდეს მარტინი ეწვია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცერი ედუარდო ლუის ფერნანდეს მარტინი ეწვია. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მეკავშირე ოფიცერი საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურას, ევროინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს გაეცნო. მხარეებმა საუკეთესო გამოცდილების გაზიარების და შესაძლებლობების ზრდის კუთხით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. ასევე დაიგეგმა ორმხრივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობა მომავალში უფრო გაღრმავდება, რასაც ხელს შეუწყობს მიმდინარე წლის იანვარში ქალაქ მადრიდში ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ესპანეთის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.