არჩილ თაკლაკვაძემ, თელავში პროექტ „უსაფრთხო ქალაქის“  შეხვედრა გამართა

არჩილ თაკლაკვაძემ, თელავში პროექტ „უსაფრთხო ქალაქის“ შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თაკლაკვაძემ, პროექტ „უსაფრთხო ქალაქი“-ს ფარგლებში, USAID-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მხარდაჭერით, ქალაქ თელავში ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილე მოქალაქეებს შს სამინისტროს საქმიანობაზე, დანაშაულის პრევენციაზე, განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებსა და გეგმებზე ესაუბრა, შემდეგ კი მათ შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა ახალგაზრდებმა. პროექტი „უსაფრთხო ქალაქი“ ხელს შეუწყობს პოლიციის აქტივობის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას რეგიონებში და შსს-ს საშუალებას მისცემს მიიღოს ინფორმაცია და რეაგირება მოახდინოს თემში არსებულ პრობლემებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და USAID-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მხარდაჭერით, მიმდინარე წლის თებერვლიდან აპრილის ჩათვლით, პროექტ „უსაფრთხო ქალაქი“ ფარგლებში, საქართველოს 10 ქალაქში ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან თემატური შეხვედრები ჩატარდება.