ნინო ქუბინიძე მაუწყებლებს და მულტიპლექს ოპერატორებს შეხვდა

ნინო ქუბინიძე მაუწყებლებს და მულტიპლექს ოპერატორებს შეხვდა

მიმდინარე წლის 4 მარტს,  სსიპ „ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს“ თავმჯდომარე ნინო ქუბინიძე მაუწყებლებს და  მულტიპლექს ოპერატორებს შეხვდა.  შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კონსულტანტები, რომლებიც საქართველოში რეფორმის მიმდინარეობას  აკვირდებიან.

ნინო ქუბინიძე  „საზოგადოებრივი მაუწყებლის“,  „აჭარის ტელევიზიის“,  რუსთავი2-ის, “იმედის“, „ მაესტროს“, „ერთსულოვნების“,  „კავკასიის“  „ტაბულას“,  პალიტრა TV“-ს,  “TV- 3”-ის, “GDS“-ისა და სხვა ტელეკომპანიის წარმომადგენლებს  იმ სტანდარტებსა და  პრინციპებზე  ესაუბრა,  რომლის მიხედვით  უნდა მოხდეს მათი ციფრულ ქსელში  დაშვება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეროვნული და ადგილობრივი მაუწყებლების უფლებებს,კერძოდ, 2015 წლის 17 მარტიდან 17 ივნისამდე (პარალელური მაუწყებლობის პერიოდში) სახელმწიფო მულტიფლექს პლატფორმაზემათ უფასოდ განთავსებას.როგორც ქუბინიძემ განაცხადა,  აღნიშნული თემაშესაძლებელია,საკანონმდებლო ცვლიბებთან დაკავშირებული განხილვის ერთ-ერთი აქტუალური საკითხიც გახდეს.

ყურადღება გამახვილდა ასევეიმ სტანდარტებსადა ტექნიკურ მოთხოვნებზე, რომელთა გათვალისწინებით უნდა მოხდეს მაუწყებლების მიერ ციფრული სტანდარტული გარჩევადობის სიგნალის მიწოდება სათავო სადგურამდე.  მნიშვნელოვანია, რომ  სიგნალი  ურთიერთთანხვედრაში  იყოს  ,,სეთ-თოფ ბოქსების’’  ტექნიკურ სპეციფიკაციასთან.

„ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს თავმჯდომარემ“ ეროვნულ და ადგილობრივ მულტიპლექს ოპერატორებს  ,,ოპერირების წესების“ დოკუმენტიც წარუდგინა. ქუბინიძის თქმით,  „იმისათვის,რომ ერთმანთისაგან დამოუკიდებელმა მულტიფლექს პლატფორმებმა ურთიერთთავსებად რეჟიმში იმუშაონ, საჭიროა ოპერატორები ტექნიკურ პარამეტრებზე შეთანხმდნენ“.

აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა ევროპის რეკონტრუქციისა და განვითარების ბანკის კონსულტანტმაც. „თუ ოპერატორები  ამ დოკუმენტს გაეცნობიან, აუცილებლად დადებითად გადაწყდება ქსელების ურთიერთავსებადობის საკითხი“, - განაცხადა EBRD-ის წარმომადგენელმა.

მაუწყებლებთან და მულტიპლექს ოპერატორებთან მომდევნო შეხვედრა აღნიშნული დოკუმენტის დეტალურად  გაცნობის შემდეგ დაიგეგმება.