"თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ დე-ფაქტო პრემიერი ივანიშვილი, სერიოზულ წნეხს განიცდის რუსეთის მხრიდან, რომლის განცხადებით, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, დე ფაქტო პრემიერ ივანიშვილის ხელში, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შეფერხების ინსტრუმენტად იქცა. როგორც პეტრიაშვილი აცხადებს, საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე გადაწყვეტილება საფრანგეთის მონაწილეობით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე იქნა მიღებული.
რას ნიშნავს საფრანგეთის პრეზიდენტის ეს განცხადება, რამდენად საფრთხის შემცვლელია ზურაბ აბაშიძის გზავნილები ვარშავაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტის წინ და რატომ დუმს ხელისუფლება? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ალექსი პეტრიაშვილს ესაუბრა.
ქვეყნებს, რომელთაც სურთ, რომ ნატო-ს შემუერთდნენ, საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ უარი უნდა ეთქვათ, რადგან ამ ეტაპზე ნატო არ უნდა გაფართოვდეს. საქართველოსთან ერთად გაწევრიანების მოლოდინში არის ოთხი ქვეყანა, ბატონო ალექსი, როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ საფრანგეთის ეს პოზიცია?
- საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე გადაწყვეტილება იმავე საფრანგეთის მონაწილეობით მიღებულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე. ნატო გადაწყვეტილებას იღებს ნატოში მსურველი ქვეყნების გაწევრიანების თაობაზე. თუკი რაიამე ცვლილება გადაწყდა ამ მიმართულებით, ისევ და ისევ, ნატოს წევრებმა უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება, რისი არავითარი ნიშანწყალიც კი არ არის. მართალია, საფრანგეთი ძალიან გავლენიანი და მნიშვნელოვანი წევრია ნატოში და ევროკავშირში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ნატოს ღია კარის პოლიტიკა ამ ეტპაზე და დარწმუნებული ვარ მომავალშიც, იქნება უცვლელი. რა თქმა უნდა, პრეზიდენტების განცხადება მნიშვნელოვანია, მაგრამ საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას იღება ნატოს 28 წევრი ქვეყნის მეთაურები. ასე რომ, ეს განცხადება ყურადსაღებია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, ხალხი არ უნდა ჩავარდეს არც პანიკაში, არც იმედგაცრუებაში.
ეს არაა საბოლოო ვერდიქტი არც ერთი იმ ასპირანტი ქვეყნისთვის, რომელებიც პოლონეთში დაგეგმილ ნატოს სამიტზე ელოდებოდა ნატოში გაწევრიანებას და მათ შორის არის საქართველოც?
- მიმდინარე წლის ბოლოს, ნატოს მინისტერიალზე, დაგეგმილი არის ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ბალაკანეთის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოსთან, მონტენეგროსთან მიმართებაში. მე რამდენადაც ვიცი, ძალიან სერიოზული მხარდაჭერა არის ნატოს არანაკლებ გავლენიანი წევრი სახელმწიფოებისგან, რომ მონტენეგროს საკითხი დადებითად გადაწყდეს. შესაბამისად, ძალიან ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი მოვლენებს. მოსახლეობაში ნადვილად არ უნდა შეიქმნას იმის განცდა, რომ საქართველოსთვის ნატოს კარები დაიხურა, მაგრამ ამავე დროს, ამ მიმართულებით, ვისაც ხელეწიფება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, ეს არის საქართველოს ხელისუფლება.
კონკრეტულად, რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ?
- თუკი აქვს ამის სურვილი და უნარი, გაათმაგებულად უნდა აწარმოოს დიპლომატია იმისათვის, რომ უახლოეს პერიოდში ღია კარის პოლიტიკის დადასტურების განცხადებები გაკეთდეს სხვა წევრი სახელმწიფოების ლიდერების მხრიდან. ასევე, არ უნდა შეჩერდეს აქტივობა და საქმიანობა მიმდინარე წელს საქართველოში ნატოს სასწვრთნელი ცენტის გახსნის მიმართულებით. ასევე, ძალიან სერიოზულად უნდა დაისვას საკითი საქართველოს ნატოში გაწევრიანების დაჩქარებასთან მიმართებაში. ამას სჭირდება 24-საათიანი მუშაობა, ისევე როგორც ევროკავშირის მიმართულებით უვიზო მიმოსვლის თაობაზე. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ ამ აქტიურ დიპლომატიას ამ ორი სტრატეგიული მიმართულებით.
რატომ არ მიდის აქტიური დიპლომატიური მუშაობა ამ ორი სტრატეგიული მიმართულებით? იგივე ნატოს საწვრთელ ცენტრს რაც შეეხება, კეთდება ოფიციალური განცხადება, რომ პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ ამ დრომდე ვერ მოხერხდა იმ ადგილის შერჩევა, სადაც, წესით, უნდა განთავსდეს ნატოს საწვრთნელი ცენტრი...
- ამ და სხვა კითხვებს ნამდვილად მოხსნიდა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის შეხვედრა საქართველოს პარლამენტში. „თავისუფალი დემოკრატების“ მოთხოვნით ეს საკითხი დაყენებულია დღის წესრიგში, რაზეც თავდაცვის უწყებიდან ჯერ კიდევ არ არის პასუხი, რათა გაირკვეს, მართლაც, რეალურად როგორია საქართველოს ხელისუფლების მზაობა, როგორც დაფინანსების, ასევე დისლოკაციასთან და ვადებთან დაკავშირებით. აი, ეს აჩენს მეტ ეჭვს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც კეთდება განცახდებები, რომ ნატოში გაწევრიანება არ არის ჩვენი დღევანდელი ამოცანა, რომ ნატოს საწვრთნელი ცენტრი არ შეიცავს და არ მოიცავს სამხედრო ინფრასტრუქტურას.
ეს განცხადება იყო გამიზნული კრემლის ადმინისტრაციისა და პოლიტკური ისტებლიშმენტის საამებლად, მათ დასამშვიდებლად. საქართველოს ხელისუფლება ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთდებს, ვინაიდან რუსეთის რეალაური მიზანია, რომ საქართველოში არ შეიქმნას ნატოს საწვრთნელი ცენტრი. მაქვს ძალიან სერიოზული ვარაუდი იმისა, რომ ეს გზავნილი კარასინის მიერ აუცილებლად გადაეცემოდა ზურაბ აბაშიძეს. ასევე, მე მაქვს ვარაუდი იმისა, რომ ამასთან ერთად, მას აუცილებლად გადაეცემოდა გზავნილი საქართველოს გავლით რკინიგზის გაყვანის თაობაზე.
მუდმივად მიმდინარეობს საუბრები სხვადასხვა ალტერნატიულ სარკინიგზო, ავტოსატრანსპორტო მარშუტების მშენებლობაზე, რეალურად კი, საქართველოს ხელისუფლება არაფერს ამბობს და არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაჩქარდეს ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა საქართველოში. არ მჭირდება მე მათგან განცხადებები, მე მჭირდება კონკრეტული საქმეები და კონკრეტულ საქმეებზე და ნაბიჯებზე - შედეგი.
შესაბამისად, ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის განწყობას, რომ საქართველოს ხელისუფლებას უკვე აქვს აღებული კაპიტულანტური პოლიტიკა, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი. არავინ არ მოითხოვს ამ ხელისუფლებისგან რუსეთთან მიმართებაში გამაღიზიანებელი ისტერიული რიტორიკის წარმოებას, მაგრამ საჭიროა, ძალიან პრინიციპული და მკაფიო პოზიციის დაფიქსირება, რომ ეს ცენტრი არ არის მიმართული არც ერთი სხვა ქვეყნის წინააღმდეგ.
აბაშიძის განცხადებით, თეზისები, რაც მან კომენტარში ჩამოაყალიბა, სრულად აისახა 25 თებერვალს ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებაში. როგორც ამბობს მის კომენტარებში ახალი და სკანდალური არაფერი ყოფილა და უკვირს რატომ არ შედიხათ პოლემიკაში აპატურაისთან...
- მსგავსი განცხადება, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არაკომპეტენტურობაა. ჩვენ ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს მეგობარ ჯეიმს აპატურაისთან, რომელიც ალიანსის ხელმძღვანელობის სახელით საუბრობს. ის ჩვენთან კომუნიკაციაში ყოველთვის იღებს ჩვენგან გზავნილებს, რომელიც უნდა ახმიანოს სახელმწიფომ - დრო, როდესაც საქართველო უნდა გაწევრიანდეს ნატოში, უნდა მოვიდეს ძალიან მალე; ეს გზა, რომლის დიდი ნაწილი უკვე გავლილია, ძალიან მალე უნდა დასრულდეს - ასეთი განცხადებები უნდა აკეთოს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და არა ის, რომ დღის წესრიგში არ დაგას ნატოში საქართველოს გაწევრიანება.
ჯეიმ აპატურაის არ უთქვია, რომ ნატოში გაწევრიანება არ იქნება დღეს და ხვალ. მან თქვა, რომ არ იცის როდის იქნება ამ გზის დასასრული. ეს არაა ერთი და იგივე. რაც შეეხება სახელმწიფოების ლიდერების მოშველიებას, მაშინ ნატოს ევროპული სარდლობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საქართველოს უსაფრთხოების ძალებს აშშ-ს მხრიდან დახმარება სჭირდება წვრთნებით, რჩევებითა და აღჭურვილობით - გაიმეოროს ზურაბ აბაშიძემ ანალოგიური განცხადებები, გაიმეოროს თავდაცვის მინისტრმა ანალოგიური განცხადებები.
თქვენ მოუწოდეთ ხელისუფლებას ამ განცხადების ტექსტის გამეორება, თუმცა ხელისუფლების მხრიდან, გამოხმაურება არ ყოფილა. ელოდით, რომ ხელისუფლება გაიმეორებდა ფილიპ ბრილდავის განცხადებას?
- სიმარეთლე, გითხრათ, არც ველოდი. როგორ წარმოგიდგენიათ, რაც მიღწეულია იმის განხორციელებაზე ხმის კანკალით მიდის საუბარი და ისეთი სენსიტიური მნიშვნელობის საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენი სამხედრობის მომზადებას და აღჭურვას, როგორ იქნებოდა რაიმე განცხადება ხელისუფლების მხრიდან?
მე მაინტერესებს საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებასთან მიმართებაში თუ გააკეთა მთავრობის რომელიმე წევრმა განცხადება იმის თაობაზე, რომ მიუხედავად ამ განცხადებისა, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებით, რომ საქართველო იქნება ნატოს წევრი, - რა თქმა უნდა - არა.
ბატონო ალექსი, წლის ბოლო ბრიუსელში იმართება ნატოს მინისტერიალი, მომავალ წელს ნატოს სამიტია ვარშავაში, ამ ფონზე მთავრობის წარმომადგენლისგან გაკეთებული განცხადება რამდენად დამაზიანებელი იყო ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზნების განხორციელებისთვის?
- ძალიან საზიანო იყო ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზნების განხორციელებისთვის, ძალიან მაამებლური იმ ქვეყნის სტრატეგიული მიზნებისთვის, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. სკეპტიკურად განწყობილი საზოგადოებისთვის ეს იყო როგორც საამური სიმღერა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გაცხადებას ხელების ფშვნეტით შეხვდებოდნენ ცალკეულ სკეპტიკურ სახელმწიფოებში. ჩვენ თუ არ მოვითხოვთ, თუ არ მოვახდენთ მაქსიმალურ დიპლომატიურ აქტივობას, ბუნებრივია, ჩვენს მაგივრად ვერავინ ვერ გააჟღერებს ჩვენს სურვილებს და ვერც გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
ვარშავის სამიტთან მიმართებაში შედეგი რომ მივიღოთ, გამალებული მუშაობა უნდა იყოს დაწყებული დღესვე. არა მარტო ვარშავის, არამედ ბრიუსელის მინისტერიალისთვის ძალიან სერიოზული მუშაობაა საჭირო, რომ ვიდრე ვარშავის სამიტამდე მივალთ, ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი შემდგომი ნაბიჯი დაფიქსირდეს. მაგრამ, ამ მიმართულებით არაფერი ამდაგვარი არ ჩანს.
ზურაბ აბაშიძეს მოიხსენიებთ როგორც დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც თქვენივე განცხადებით, დე ფაქტო პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ხელში ინსტრუმენტად იქცა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შეფერხების თვალსაზრისით. მან გირჩიათ, რომ სამოქალაქო კონტროლი დაუწესოთ თქვენს არაკომპეტენტურობას. რას გულისხმობდა აბაშიძე?
- არ ვაპირებ მასთან პოლემიკაში შესვლას. ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, მე არ მაქვს საქმე კონკრეტულად ზურაბ აბაშიძესთან, ის არის გამხმოვანებელი იმ გზავნილების, რომელიც როგორც დავალება მიღებული აქვს დე ფაქტო პრემიერ ივანიშვილისგან. მესმის, რომ დე ფაქტო პრემიერი ივანიშვილი სერიოზულ წნეხს განიცდის რუსეთის მხრიდან და მასაც ნამდვილად არ გაუხარდებოდა ალბათ, ის განცხადება, რომელიც მოისმინა საფრანგეთის პრეზიდენტისგან, ვინაიდან, ეს მას უფრო წამგებიან პოზიციაში აყენებს რუსეთთან ლაპარაკის შემთხვევაში, რომლისკენაც ასე ისწრაფვიან. კონკრეტულად ვგულისხმობ პირისპირ საუბარს. ეს იქნება ყველაზე დიდი ტრაგიკული შეცდომა, ვინაიდან ეს ნიშნავს იმას, რომ მოკვდება ჟენევის ფორმატი, ამ თამაშიდან გავლენ საერთაშორისო პარტნიორები, საქართველო ძალიან წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდება ერთი-ერთზე რუსეთის პირისპირ.