შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოღო

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1982 წელს დაბადებული თამაზ ო. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ხაშურში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 21 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 2,44286 გრ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს შეიცავს.

ნარკოლოგიური შემოწმებით თამაზ ო-ს ოპიუმის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით).