ოთხთვიანი პაუზის შემდეგ, პრაღაში აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა არც მეტი, არც ნაკლები 2012 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება იქნება, რომლის იმპლემენტაცია ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რაც შეიძლება უნდა დაჩქარდეს. თუ რატომ გადმოინაცვლა რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებს შორის, შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებიდან აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფორმატში, ამაზე პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ შვეიცარიელები დეტალურად არიან ინფორმირებულები და მხარს უჭერენ ასეთ მიდგომას.
ცნობილია იცის, რომ დღეს პრაღის შეხვედრას არ დასწრებიან შვეიცარიელები.
2012 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებაზე კარასინი და აბაშიძე ერთი-ერთზე დახურლ ფორმატში განიხილავდნენ. გარდა ამისა, ცნობილია, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ზურაბ აბაშიძემ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართულმა მხარემ საბაჟოებზე შვეიცარიელი მონიტორების განთავსებისთვის საჭირო დოკუმენტებზე და კონტრაქტებზე მუშაობა დაასრულა.
„ჩვენ მივიღეთ რუსი კოლეგებისგან პრინციპული დადასტურება, რომ რუსეთი ფაქტობრივად, ასრულებს მუშაობას შესაბამის დოკუმენტებზე.
რაც შეეხება აფხაზეთის რკინგიზის თემას, ახალი არაფერი ყოფილა. ჩვენ ადრეც გვსმენია მათი აზრი, რომ თუ საქართველო დაინტერსებულია ამ რკინიგზის მონაკვეთის ამოქმედებით, ჩვენ უნდა მივმართოთ აფხაზებს და მათთან უნდა მოვილაპარაკოთ“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, შეხვედრაზე აფხაზეთის კრინიგზის საკითხზე დეტალური განხილვა არ ყოფილა. კარასინი თვლის, რომ რკინიგზის თემის განხილვა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების გარეშე შეუძლებელია.
„ბოლო სამი თვეა, შეხვედრა არ გვქონია და ამ პერიოდში ძალიან ბევრი რამ მოხდა. მსოფლიოში სამწუხაროდ, სიმშვიდე არაა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ დიალოგის გაგრძელება ყველაზე კარგი ალტერნატივაა იმ მტრობისა, რომელიც 2012 წლამდე არსებობდა. ბევრი რთული პრობლემაა. ლაპარაკი არ იყო მხოლოდ საბაჟო საკითხებზე, რომელიც 2011 წლის შეთანხმების რეალიზებას ეხება. ჩვენ ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროზე, ასევე სატრანსპორტო და სავიზო პრობლემებზე“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მოსკოვში ის ქართველ ექპერტებსაც შეხვდა, რომლებსაც საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ესაუბრა.
„მოსკოვში ქართველი პოლიტოლოგების და ექსპერტების ჯგუფი იყო ჩამოსული. გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა. მე ვისაუბრე თუ როგორი პოზიცია გვაქვს საერთაშორისო საკითხებთან მიმართებაში, უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით და რა მიდგომები გვაქვს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებით. მოვისმინე მათი აზრიც“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.
ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე თვლის, რომ რუსეთ-საქართველოს რკინიგზის გახსნა აფხაზეთის გავლით ქვეყანას მხოლოდ დააზარალებს და გაგვიფუჭებს ურთიერთობას პარტნიორ აზერბაიჯანთან.
„რკინიგზია გახსნა არანაირად არ დაგვეხმარება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. ვერ წარმომიდგენია, რომ აფხაზები ჩასხდებიან მატარებელში და ჩვენთან გამოიქცევიან, ბუნერივია, ეს აბსურდია. რკინიგზის გახსნა დაეხმარება რუსეთს, რომ რაღაცნაირად, კიდევ უფრო განიმტკიცოს თავისი პოზიცია კავკასიაში, აამოქმედოს კიდევ ერთი სარკინიგზო ხაზი, რომლითაც დაუკავშირდება სომხეთს, სადაც სამხედრო ბაზა აქვს განგალებული. თუ ვინმე მეტყვის, რომ ამაში ჩვენთვის რაიმე პლუსია, სიამოვნებით მოვუსმენ, მაგრამ არანაირი პლუსები არ არის“, - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.
განსხვავებულია გია ხუხაშვილის პოზიცია. ექსპერტი ფიქრობს, რომ მოლაპარაკება აუცილებელია და ქართულმა მხარემ რუსულ მხარეს წაუყენოს შესაბამისი პირობები.
„უნდა ვილაპარაკოთ ყველა თემაზე, მაგრამ უნდა გვქონდეს ჩვენი პირობები. სწორი სახელწიფოებრივი ხედვა, რა შემთხვევაში ვართ თანახმა ამა თუ იმ ქმედებაზე. დავუშვათ, რკინიგზის გახსნის სანაცვლოდ, აფხაზები დაგვთანხმდებიან იმაზე, რომ ეკონომიკური საზღვარი გადიოდეს ფსოუზე, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია თუ არა მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილება? - მე ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში საკითი არის განხილვადი.
ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიღაც ერთი ფაქტორი არ არის განმსაზღვრელი. ნებისმეირ პროექტს აქვს თავისი პლუსები და მინისუები. მთავარია სწორი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ის რომ, პრინციპულად არ ვილაპარაკოთ რკინიგზის საკითხებზე, ეს არ არის სახელმწიფოებრივი პოლიტიკა“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.