მინისტრების და მათი მოადგილეების 2014 წლის ჯამაგირები

მინისტრების და მათი მოადგილეების 2014 წლის ჯამაგირები

2014 წელს, მინისტრებთან შედარებით მათმა მოადგილეებმა უფრო მეტი ხელფასი აიღეს. IDFI-ს (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) ცნობით, თუკი გასულ წელს, ყოფილ შს მინისტრს, ალექსანდრე ჭიკაიძეს შრომის ანაზღაურების სახით - 81 569 ლარი ლარი დაერიცხა, მის მოადგილეს, დავით ხუციშვილს 139 393 ლარი განუსაზღვრეს.

IDFI-ს ინფორმაციით, 2014 წელს, მთავრობის წევრებიდან პრემიების მიღებაზე უარი - ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ და დევნილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა განაცხადეს.

ორგანიზაციის განმარტებით, გასულ წელს, შრომის ანაზღაურების სახით დაერიცხათ:

თეა წულუკიანი - იუსტიციის მინისტრი - 87 500 ლარი (ხელზე მიღებული შემოსავალი - 70 000);

ალექსანდრე ჭიკაიძე - ყოფილ შს მინისტრი - 81 569 ლარი (ხელზე მიღებული შემოსავალი 65 255);

გიორგი კვირიკაშვილი - ეკონომიკის მინისტრი - 81 250 ლარი (ხელზე მიღებული შემოსავალი 65 000);

თამარ სანიკიძე - განათლების მინისტრი - 81 250 ლარი (ხელზე მიღებული შემოსავალი - 65 000);

დავით სერგეენკო - ჯანდაცვის მინისტრი - 75 000 ლარი (ხელზე მიღებული შემოსავალი - 60 000);

კახი კალაძე - ენერგეტიკის მინისტრი - 75 000 ლარი (ხელზე მიღებული შემოსავალი 60 000);

სოზარ სუბარი - ლტოლვილთა მინისტრი, 75 000 ლარი (ხელზე მიღებული შემოსავალი 60 000);

თამარ ბერუჩაშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრად და მოადგილედ მუშაობისთვის ერთად 72 856 ლარი (ხელზე მიღებული შემოსავალი - 58 285);

„როგორც ირკვევა, თეა წულუკიანს სამუშაო შესრულებით მიღებული აქვს - 87 500 ლარი. აღნიშნული თანხიდან 75 ათასი ლარი მის თანამდებობრივ სარგოს და პრემიერ-მინისტრის ბრძანებით განსაზღვრლ სახელფასო დანამატს წარმოადგენს, ხოლო დანარჩენი 12 500 ლარი მინისტრმა პრემიის, ან სხვა დანამატის სახით მიიღო.

2014 წლის განმავლობაში, გიორგი კვირიკაშვილსა და თამარ სანიკიძეს თანამდებობრივი სარგოსა და პრემიერ-მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სახელფასო დანამატის გარდა, თითოეულს მიღებული აქვს - 6 250 ლარის ოდენობის პრემია ან სხვა დანამატი“, - აღნიშნულია IDFI-ის მიერ მომზადებულ მასალაში.

ორგანიზაციის შეფასებით, მინისტრების შრომის ანაზღაურება გარკვეულწილად დარეგულირდა, თუმცა, მინისტრების მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების შემთხვევაში, განსხვავებული ვითარება იკვეთება.

მათი ცნობით, 2014 წელს, სხვადასხვა სამინისტროში პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის განსხვავებული პრაქტიკა შეინიშნება.

„საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ის ფაქტიც მოწმობს, რომ 2014 წელს, მთელ რიგ სამინისტროებში მინისტრებზე მაღალი შემოსავლები აქვთ აღებული მათ მოადგილეებსა და სხვა თანმდებობის პირებს. მაგალითად, მაშინ, როდესაც შს მინისტრის შრომის ანაზღაურებამ 81 559 ლარი შეადგინა, მისი მოადგილის დავით ხუციშვილის შრომის ანაზღაურება 139 393 ლარი იყო, ხოლო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ცინარიძის ანაზღაურება 105 920 ლარი იყო.

2013 წელს, მინისტრის შრომის ანაზღაურებაზე გაცილებით დიდი თანხა - 145 368 ლარის ოდენობით მიღებული აქვს შს მინისტრის მოადგილეს, ლევან იზორიას“, - აღნიშნულია ორგანიზაციის დასკვნაში.

რაც შეეხება მინისტრების მოადგილეების შრომის ანაზღაურების რაოდენობას, IDFI-ს ინფორმაციით, შრომის ანაზღაურების სახით დაერიცხათ:

დავით ხუციშვილი - შს მინისტრის მოადგილე - 139 393 ლარი;

მარიამ ვალიშვილი - ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე - 102 720 ლარი;

ილია ელოშვილი - ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე - 101 360 ლარი;

ირაკლი ხმალაძე - ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე - 101 360 ლარი;

გოჩა ლორთქიფანიძე - იუსტიციის მინისტრის მოადგილე - 93 340 ლარი;

ალექსანდრე ბურჭულაძე - იუსტიციის მინისტრის მოადგილე -92 440 ლარი;

ალექსანდრე ტაბატაძე - იუსტიციის მინისტრის მოადგილე - 92 080 ლარი;

დიმიტრი ქუმსიშვილი - ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე -86 775 ლარი;

დავით ლეჟავა - ფინანსთა მინისტრის მოადგილე - 76 416 ლარი;

აკაკი ლოდია - სპორტის მინისტრის მოადგილეს - 67 314 ლარი;

რატი ბრეგაძე - სპორტის მინისტრის მოადგილე - 67 314 ლარი;

იური ნოზაძე - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - 63 092 ლარი;

ქეთევან ციხელაშვილი - შერიგებისა და სამოქალაქი თანასწორიბის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე - 57 507 ლარი ლარი;

ქეთევან ნატრიაშვილი - განათლების მინისტრის მოადგილე - 57 467 ლარი;

დავით გალეგაშვილი - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - 57 379 ლარი;

თამარ მარსაგიშვილი, გიორგი შარვაშიძესა და ლია გიგაური -განათლების მინისტრის მოადგილეები - 53 040 ლარი. აღსანიშნავია, რომ მინისტრების მსგავსად, მათ მოადგილეებს საშემოსავლო გადასახადის პროცენტი დაექვითათ.

ზემოთ აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ საჯარო სამსახურში უნდა დარეგულირდეს არა მხოლოდ პრემიები, არამედ სახელფასო დანამტების გაცემის სისტემა და თანამდებობრივი სარგოებისა და პრემიები სისტემის ცვლილება ერთჯერადი ქმედება არ უნდა იყოს.

ორგანიზაციის მოსაზრებით, უნდა განსაზღვროს საჯარო მოსამსახურეთა კლასიფიკაცია და უზრუნველყოფილი იქნეს საჯარო მოსამსახურეთა განათლების, მომზადებისა და გადამზადების სისტემა.