ვიქტორ დოლიძემ ვენაში ოფიციალურ ვიზიტი შეწყვიტა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში ბრუნდება. ვიქტორ დოლიძის მიერ ვიზიტის შეწყვეტის მიზეზი უცნობია. მედიისთვის კომენტარს საქართველოში დაბრუნების შემდეგ თავად გააკეთებს.
როგორც ცნობილია 18-20 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეა იმართებოდა. სადაც მონაწილებას ღებულობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, ვიქტორ დოლიძე, თედო ჯაფარიძე და გია ვოლსკი.
რატომ შეწყვიტა დოლიძემ ოციალური ვიზიტი, ამის შესახებ პარტიაში ოფიციალური კომენტარი არ კეთდება. როგორც პარტიის წევრები ამბობენ, მათ ტელეფონით შეიტყვეს დოლიძის გადაწყვეტილება.
ერთ-ერთი ვერსიით დოლიძის მიერ ვიზიტის შეწყვეტა უკავშირდება უმრაველობის გადაწყვეტილებას, ზურაბ აბაშიძის ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან გადაყენებას. გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით ვენაში ერთანეთს დაუპირისპირდნენ ვიქტორ დოლიძე და საპარლამენტო უმრავლესობი ლიდერი, გია ვოლსკი.
თუ რა მოხდა ვენაში და რატომ შეწყვიტა ვიზიტი, ამის შესახებ განცხადებას ვიქტორ დოლიძე ხვალ დილით გააკეთებს.