უკრაინაში განვითარებულმა პროცესებმა ხაზგასმით აჩვენა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში, საქართველოს თუ სხვა, ნებისმიერი ქვეყნის შემთხვევაში ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივა საკმაოდ მცირეა, ყოველ შემთხვევაში, პუტინის რეჟიმის პირობებში. თუმცა ათიოდე წლის წინ, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში ქართულ საზოგადოებას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემა მთლად უიმედოდაც არ მიაჩნდა. შესაძლოა, ეს იმედები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმატებულმა პიარმაც გააძლიერა, თუმცა რამდენიმე წელიწადში სრულიად საპირისპირო შედეგი დადგა. აგვისტოს ომის დეტალები დღემდე საინტერესოა და მრავალ კითხვას ბადებს. განსაკუთრებით ბევრი კითხვა ყოფილი პრეზიდენტის გარშემო იყრის თავს.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე განსაკუთრებით აქტიური საუბარი აგვისტოს ომამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე დაიწყო - 2007 წლის 28 ნოემბერს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი (რომელიც ისევ ქვეყნის ფაქტობრივი მმართელი იყო), დევნილებს აფხაზეთში დაბრუნებას დაპირდა: „უახლოეს მომავალში, მე ვგულისხმობ უახლოეს თვეებს, მე არ ვამბობ უახლოეს წლებს, ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად შევქმნით პირობებს თქვენი ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნებისთვის აფხაზეთში“, - აცხადებდა სააკაშვილი.
იმავე წლის 4 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლსას კი სტუდენტებს არწმუნებდა, რომ სამხრეთ ოსეთი სულ რამდენიმე თვეში საქართველოს დაუბრუნდებოდა: „ცხინვალის რეჟიმი არის მოყანყალებული, როგორც ამოსაღები კბილი და მე დარწმნებული ვარ, რომ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების კარგად ჩატარების შემთხვევაში, ეს არის მართლა კვირების ან თვეების საკითხი. ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული. ამაზე ზუსტი ინფორმაცია მაქვს, საუბარია ძალიან მოკლე პერიოდზე“ ,- განაცხადა სააკაშვილმა. მისივე განმარტებით, „რუსებსაც წამოსცდათ რამდენჯერმე, რომ სამხრეთ ოსეთი მათ არ აინტერესებთ“.
16 დეკემბერს კი თბილისის მერიაში აფხაზეთიდან დევნილებს მომავალი ახალი წლის სოხუმში შეხვდრა აღუთქვა: „გაძლევთ სიტყვას, თუ 5 იანვრის არჩევნებს ჩავატარებთ ნორმალურად, შემდეგ ზამთარს ჩვენ ყველანი ვიქნებით ბევრად უფრო თბილ კლიმატურ პირობებში, ჩვენ დავბრუნდებით სახლებში. მე ამის გარანტიას და დაპირებას გაძლევთ. არასოდეს არ მითქვამს არაფერი ასე კონკრეტულად. ღმერთმა ქნას კი არა, ჩვენ ვიზამთ ამას ღმერთის დახმარებით“.
ანუ, მთელ მის წინასარჩევნო კამპანიას თუ გადავხედავთ, ფოკუსირება დაკარგული ტეროტორიების დაბრუნებაზე ხდებოდა. შესაძლოა, სააკაშვილს შეცდომაში შეჰყავდა ამომრჩეველი, თუმცა მისი განცხადებები ისე დამაჯერებლად ჟღერდა, რომ შემდეგ ეჭვიც გაჩნდა - თავად ხომ არ იყო შეცდომაში შეყვნილი. ლოგიკურად სხვა ვერსიაც შეიძლება განვიხილოთ - ხომ არ ჰგავდა ეს საერთაშორისო დახმარებით მიმდინარე სამშვიდობო პროცესის შეჩერების მცდელობას?!.
განსაკუთრებით ყურადღებამისაქცევია ფრაზები, სადაც სააკაშვილი რუსეთის პოზიციაზე საუბრობს - „რუსებსაც წამოსცდათ რამდენჯერმე, რომ სამხრეთ ოსეთი მათ არ აინტერესებს“ - საინტერესოა სოხუმში დაბრუნების გარანტიის გაცემაც - დიდი ალბათობით, სააკაშვილი ან თავად იყო დარწმუნებული, რომ არჩევნებში გამარჯვებისთანავე შეძლებდა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას, ან ამ მოსაზრების ალტერნატივა მხოლოდ რუსეთის სტრატეგიული გეგმის განხორციელების ხელშეწყობის კონსპირაციული მოლაპარაკება შეიძლება ყოფილიყო.
ყოველ შემთხვევაში, მოგვიანებით მისი თავდაჯერებული მოქმედებები, ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ სააკაშვილი მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარში დარწმუნებული იყო. გავიხსენოთ თუნდაც უშუალოდ საომარი მოქმედებებისთვის მზადება, მომავალი გამარჯვების საზეიმოდ გორში დროშების წინასწარ შეტანა; არ მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს და არ მოითხოვა მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანა და ა.შ. - ამ ყველაფერმა კიდევ უფრო გააღმავა ეჭვები.
რასაკვირველია, მხოლოდ 2007 წლის ამ განცხადებებით რთულია ამტკიცო, რომ გამოცხადებული „ცივი ომის“ პირობებში სააკაშვილი რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით. თუმცა, თუ სხვა დეტალებსაც დავაკვირდებით და ქრონოლოგიურად განვიხილავთ, გარკვეული სურათი იქმნება.
საინტერესო და ვფიქრობთ, საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალი - 2008 წლის ივლისში სააკაშვილი პუტინის სპეციალური წარმომადგენლის შეთავაზებით დასასვენებლად მიემგზავრება იტალიაში, ქალაქ მერანოში.
ამ ფაქტზე საუბარია რუსეთში საქართველოს მაშინდელი ელჩის ეროსი კიწმარიშვილის განცხადებაშიც: „... საქართველოში ჩამოდის რუსეთის მხრიდან ასევე პრეზიდენტის გამოგზავნილი ადამიანი, რომელიც მონაწილეობს ამ ღონისძიებებში, ოღონდ არა ნარიშკინი, რომელიც ითხოვს შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტთან და მე ამ შეხვედრის ორგანიზებას ვახდენ ივლისის 21-ში ბათუმში. ამ შეხვედრებისას, სადილის დროს ბატონმა სააკაშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ ერთი კვირით წაბრძანებულიყო წონის დასაკლებად SPA-ში, ჩრდილო იტალიაში, ქალაქ მერანოში. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ჩემთვის? - ის ადამიანი, რომელიც ესაუბრებოდა მათ, შოკირებული დარჩა, როცა პრეზიდენტმა გამოუცხადა მას, რომ ის მზად არის ორშაბათსვე გაემგზავროს ამ SPA- ში. საუბარი დგება, ხაზს ვუსვამ 21-ში.
სააკაშვილი მართლაც გაემგზავრა იტალიაში. ანუ პრეზიდენტის გამგზავრება ემთხვევა კიწმარიშვილის ჩვენებას, რასაც ექსპრეზიდენტი 2008 წლის 28 ნოემბერს პარლამენტის დროებითი კომისიის (დავითაიას კომისია) სხდომაზე თავადაც ადასტურებს. თუმცა, არ პასუხობს შკითხვას, იყო თუ არა ეს დაკავშირებული კიწმარიშვილის მიერ აღწერილი რუსეთის პრეზიდენტის გამოგზავნილი ადამიანის მოწვევის ფაქტთან.
როგორც სააკაშვილი ამბობს: „21-ში ვიყავი თუ არა, არ მახსოვს, მაგრამ რამდენიმე დღით ვიყავი, უფრო სწორად, ერთი კვირით ვიყავი წასული ჩემს მეუღლესთან სანდრასთან, ედუარდთან და ნიკოლოზთან ერთად დასასვენებლად და ჩამოვედი 4 თუ 5 დღეში. მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირა იყო სიწყნარე. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სანაკოევის ინციდენტის შემდეგ რამდენიმე კვირა იყო, სიწყნარე და ჩავთვალეთ, რომ შესაძლებელია იქაც რამდენიმე დღით წასვლა. თან იმ პირობებში, როცა სამი საათის სავალზე ვიყავი თბილისდან. ნებისმიერ მომენტში შეგვეძლო მისვლა აეროპორტში და გამოფრენა“.
სააკაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში იყო სიწყნარე და თავს დასვენების უფლება მისცა. თუმცა სააკაშვილის თანაგუნდელისა და იმდროინდელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის ახლახანს გამოქვეყნებული ჩანაწერების მიხედვით, დეტალურად არის აღწერილი ის მწვავე ვითარება, რაც საქართველოში 2008 წლის 21 ივლსისთვის არსებობდა. ანუ მანამდე, ვიდრე სააკაშვილი თავს დასვენების უფლებას მისცემდა.
სწორედ ამ პერიოდში რუსი და ოსი სამშვიდობოები იწყებენ ინტენსიურ ფორტიფიკაციულ სამუშაოებს; რუსეთის ოთხი სამხედრო თვითმფრინავი არღვევს საქართველოს საჰაერო სივრცეს და 40 წუთი იმყოფება ჩვენი ქვეყნის ფარგლებში; ძალის დემონსტრირების გარდა, ამ აქტის მიზანი იყო ჩვენი რადიო-სალოკაციო დანადგარების მზადყოფნის შემოწმება. ამავდროულად იწყება კიბერ შეტევა საქართველიოს სახელმწიფო უწყებების საიტებზე; „კავკაზ 2008“-ში მონაწილე ფსკოვის 76-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ნაწილები იკავებენ როკის და მამისონის უღელტეხილებს და ა.შ.
თუმცა, იმის ნაცვლად, რომ გაეროს უშიშროების საბჭოსთვის მიემართა, საგანგებო სხდომის მოსაწვევად ან ზომები მიეღო საბრძოლო მოქმედებების ზონიდან ხალხის გამოსაყვანად, შვებულებიდან დაბრუნებული სააკაშვილი შვებულებაში უშვებს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს (3-დან 8 აგვისტომდე), თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს (28 ივლისიდან 6 აგვისტომდე), საგარეო საქმეთა მინისტრის მოდგილე გიგა ბოკერიას (ის შვებულებიდან 9 აგვისტოს ბრუნდება).
დღემდე პასუხგაუცემელია, სააკაშვილმა საერთაშორისო განგაშის ატეხვის ნაცვლად რატომ მიიღო რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის წინადადება, რატომ წავიდა შვებულებაში, თანაც ამ უკანასკნელის მიერ მითითებულ ადგილას.
როგორც ცნობილია, ზემოთნახსენები საუბრისა თუ სხვა დეტალების თაობაზე ბევრად მეტი ინფორმაცია გააჩნდა კიწმარიშვილს. როგორც გვახსოვს, იგი საპარლამეტო კომისიისთვის ჩვენებების მიცემისას დარბაზიდან გააძევა განრისხებულმა გივი თარგამაძემ - სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, კალმისტარი ესროლა და საცემადაც გაიწია.
სხვათა შორის, საინტერესო ვერსიაა - კიწმარიშვილი ცეცხლსასროლი იარღით გარდაცვლილი იპოვეს მას შემდეგ, რაც აქტიურად დაიწყო ლაპარაკი საქართველოს ვალდებულების შესახებ რომელიც ომის გარემოებათა შესწავლისთვის გამოძიების ჩარტარებას გულისხმობს.
რაც შეეხება სააკაშვილის როლს, რა თქმა უნდა, არ არის საუბარი იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი. მთავარია, ვინ დაუშვა ამის შესაძლებლობა.
ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები, ასევე კომისიისთვის სხვა თანამდებობის პირთა ჩვენებები კიდევ ერთხელ ამყარებს გონივრულ ეჭვს იმის თაობაზე, რომ უკეთეს შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება აწარმოებდა ფარულ მოლაპარაკებებს რუსეთის წარმადგენლებთან სავარაუდოდ, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით.
შესაძლოა, სააკაშვილმა მართლაც ირწმუნა, რომ საომარი მოქმედებები არ იქნებოდა საფრთხის შემცველი საქართველსთვის. უარეს შემთხვევაში სააკაშვილი მოქმედებდა რუსეთის სტრატეგიული ინტერესების შესაბამისად.
საგულისხმოა ისიც, რომ სააკაშვილი მსახურობდა სუკ-ის საჯარისო შენაერთში, საიდანაც მოხვდა სუკის მიერ კონტროლირებად კიევის საერთასორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში.
გარდა ამისა, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის ტელევიზიით ინტენსიურად ვრცელდებოდა დოკუმენტური ფილმი სააკაშვილის შესახებ, სადაც იგი ვითომდა, დისკრედიტაციის მიზნით ხასიათდებოდა როგორც ცუდი ჯარისკაცი და უდისციპლოუინო სტუდენტი. ფილმში სწავლის პერიოდში საკუთარ თავს როგორც საბჭოთა სისტემასთან მებრძოლად ახასიათებს თავად სააკაშვილიც, თუმცა უნდა ითქვას, რომ ასეთ შემთხვევაში, სუკ-ს არაფრად უღირდა უდისციპლინო სტუდენტის გარიცხვა.
ფილმის მიხედვით, სააკაშვილი ინსტიტუტიდან გარიცხვისგან ყოვლისშემძლე ბიძამ იხსნა და ამის შემდეგ იგი ამერიკელთა გავლენის ქვეშ მოექცა. ფაქტობრივად, რუსული პროპაგანდა სააკაშვილის პროდასავლელ პოლიტიკოსად წარმოდგენას ცდილობს. ფაქტობრივად, მისი „ანტისაბჭოურობის“ შესახებ სააკაშვილის მონათხრობს ადასტურებს, ანუ სუკ-ის მიერ სააკაშვილის კონტროლის ეჭვის გაქარწყლებას ემსახურება.