არჩილ თალაკვაძის კომენტარი

არჩილ თალაკვაძის კომენტარი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე გურჯაანის სასამართლოდან პატიმრის გაქცევის ფაქტზე კომენტარს აკეთებს.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები მის დასაკავებლად.

"დარწმუნებული ვარ, რომ უმოკლეს დროში ეს ადამიანი დაუბრუნდება იმ ადგილს, რომელიც სასამართლომ მიუსაჯა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.