„არა ძალადობას“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს სიგელები გადაეცათ

„არა ძალადობას“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს სიგელები გადაეცათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის - „არა ძალადობას“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ სიგელები გადასცა.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.

კონკურსზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სამაუწყებლო მედიის ფარგლებში სამმა ჯგუფმა სამი ვიდეორგოლი წარმოადგინა. თსუ-დან წარდგენილი ვიდეორგოლებიდან ორმა გაიმარჯვა. კონკურსში ოჯახში ძალადობის პრევენციასთან დაკავშირებით ასამდე მედიაპროდუქტი: საგაზეთო პუბლიკაციები, ტელე და რადიოსიუჟეტები იყო წარმოდგენილი.

სიგელების გადაცემის ღონისძიებაზე გამარჯვებული კლიპების ჩვენება გაიმართა.