პარლამენტის თავჯდომარემ მოსალოდლენი საკადრო ცვლილებები დაანონსა. რა საკადრო ცვლილებები განხორცილედება საკანომდბელო ორგანოში, ამის თაობაზე განცხადებას პარლამეტის თავმჯდომარე საგანგებო ბრიფინგზე გაახმოვანებს, კონკრეტული თარიღი უცნობია, თუმცა აცხადებს, რომ ყველა ამ საკითხზე ძალიან მალე ისუბრებს. გავრცელებული ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები შეეხებათ იმ კომიტეტების თავმჯდომარეებს, რომელსაც პარლამეტში ოპოზიციაში გადასული „თავისუფალი დემოკრატები“ ხელმძღვანელობენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საგაზაფხულო სესია ბევრი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო, პოლიტიკური, საკადრო გადაწყვეტილებით იქნება დატვირთული.
„საგაზაფხულო სესიასთან დაკავშირებით გთხოვთ მობრძანებას უახლოეს დღეებში, სადაც შევეხებით ყველა იმ თემას, რომელიც პარლამენტის მომავალ საქმიანობას უკავშირდება. ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს, რადგან საგაზაფხულო სესია იქნება დატვირთული ბევრი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო, პოლიტიკური, საკადრო გადაწყვეტილებით პარლამენტში და ყველა საკითხზე ვიუსაბრებთ ძალიან მალე“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ წარმომადგენელის თინა ხიდაშელის განცხადებით, რაც ამ დროისთვის იცის, ეს სრულიად საკმარისია იმის სათქმელად, რომ საკადრო გადაწყვეტილებების თვალსაზრისით 2015 წელი მნიშვნელოვანი იქნება.
„პარლამენტის საგაზაფხულო სესია იწყება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილებით - დასანიშნია უზენაესი სასამართლო თავმჯდომარე. სხვა რომ არაფერი ხდებოდეს, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა? გარდა ამისა, დასანიშნი არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ძალიან მნიშვნელოვანი სამი ვაკანსიაა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში, შესაძლოა ვაკანსია იყოს საკონსტიტუციო სასამართლოშიც. ეს რაც უკვე ვიცით, სრულიად საკმარისია ვთქვათ, რომ საკადრო გადაწყვეტილებების თვალსაზრისით, 2015 წელი მნიშვნელოვანი იქნება“, -აცხადებს თინა ხიდაშელი.
კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, საკადრო გადაწყვეტილებები საპარლამენტო თანამდებობებზე მყოფ „თავისუფალ დემოკრატებს“ შეეხოთ, დეპუტატმა განაცხადა, რომ ამ კითხვას პრინციპულად არ უპასუხებს.
„ამ თემაზე პრინციპულად აღარ გავაკეთებ კომენტარს. უკვე ასჯერ მაქვს პასუხი გაცემული და ვისაც უნდა, რომ გაიგოს, გაგებული ექნება, ხოლო ვისაც არ უნდა გაიგოს, მაინც ვერ გაიგებს - თუკი ვინმე ასეთ რამეს გეგმავს, კითხვა მას დაუსვით. ჩემი აზრი და პოზიცია ცნობილია“, - ამბობს თინა ხიდაშელი.
ხიდაშელისგან განსხვავებით „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ დაანონსებული საკდრო ცვლილება არ შეეხებათ „თავისუფალ დემოკრატებს“.
„პარლამენტს დაუგროვდა საკადრო საკითხები. დასამტკიცებელი იქნება უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე, ასევე გარკვეული კომისიის წევრები, მათ შოროს ცესკოს წევრები და ა.შ. იცით, რომ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები უნდა აირჩიოს პარლამენტმა, სწორედ ამ საკადრო საკითხებზე ლაპარაკობდა ბატონი უსუფაშვილი და არა „თავისუფალ დემოკრატებთან“ დაკავშირებით, თუმცა ესეც არ არის გამორიცხული. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე კომიტეტის თავმჯდოიმარეების შეცვლის საკითზე ბიუროზე არ ყოფილა საუბარი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან ბერძენიშვილი.
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ ისინი პარლამენტში დაკავებული თანამდებობების საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვებას არ აპირებენ. დოლიძის განცხადებით, კითხვა იმის შესახებ, მოუწევთ თუ არა „თავისუფალ დემოკრატებს“ პარლამენტში დაკავებული თანამდებობის დატოვება, უმრავლესობისკენ უნდა იყოს მიმართული, რადგან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება მათ ხელშია.
„ჩვენ როგორც განვაცხადეთ, არ ვაპირებთ სერიოზული საპარლამენტო ბერკეტების ხელიდან გაშვებას, ამიტომ კითხვა უმრავლესობისკენ უნდა იყოს მიმართული, რადგან მათ შეუძლიათ 76 ხმით საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების გადაყენება. „თავისუფალ დემოკრატებს“ თანამდებობების პრობლემა არ გვაქვს. აქ საუბარია იმ პოლიტიკურ ბერკეტებზე, რაც ჩვენ გაგვაჩნია. დასავლეთის ქვეყნების პარლამენტებში მთელი რიგ კომიტეტებს, სწორედ, ოპოზიციური ძალის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ“, - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.
ოპოზიციაში გადასულ „თავისუფალ დემოკრატებიდან“ სამი წევრი - ვიქტორ დოლიძე, დავით ონოფრიშვილი და გიორგი ცაგარეიშვილი კომიტეტების თავმჯდომარეები არიან, ხოლო ზურაბ აბაშიძე - ვიცე სპიკერი.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საკითხის ინიცირება პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობასაც შეუძლია. თუმცა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს კონსულტაციები, რომ პარლამენტში „თავისუფალმა დემოკრატებმა“ თანამდებობები დატოვონ, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მომავალში მსგავსი კონსულტაციები ჩატარდეს.
„ამ ეტაპზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ახლო მომავალში ეს კონსულტაციები ჩატარდეს და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.