კვირის რეპორტაჟი (სტუდია GNS, 03/04/11, video)

კვირის რეპორტაჟი (სტუდია GNS, 03/04/11, video)

1.ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც დევნილებამდე არ მიდის. სამინისტროს სარდაფებში დღემდე ყრია ვადაგასული პროდუქტებით სავსე ყუთები. კობა სუბელიანის უწყება ირწმუნება, რომ სურათები, რომლებიც ჟურნალისტებმა ჯერ კიდევ იანვარში გადაიღეს, ყალბია. იმედა დარსალიამ ის ადგილები მოინახულა, საიდანაც იძულებით გადაადგილებულ პირთათვის უსასყიდლოდ გასაცემი დახმარება იყიდება. ადამიანები კამერის მიღმა ყვებიან, თუ სად და როგორ იყიდება დევნილებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთი...

2.რატომ დაჯდა პომპეზურად გახსნილი სამცხე-ჯავახეთის გზა 102 მლნ-ს ნაცვლად 212 მლნ დოლარი და როგორ დაიხარჯა ამერიკის მთავრობის დახმარება. ანა გოჩაშვილი მოგიყვებათ, როგორ იგებდნენ ტენდერებს ხელისუფლებასთან დაახლოვებული ადამიანები. ”აშტრომი”, ლექსი-გრუპი” და ბევრი სხვა კომპანია, რომელთა უკან ნაციონალური მოძრაობის ელიტა და მათი ნათესავები დგანან.

3.”იმედის” ხელმძღვანელთა არდადეგები. გიორგი არველაძე, მეგობრებთან ერთად, მაიამიში იანვარში იმყოფებოდა. ეს ფაქტი ჟურნალისტთა ყურადღების ცენტრში არ მოხვდებოდა, რომ არა სკანდალი, რომელშიც ”იმედის” ელიტა გაეხვა. გიორგი არველაძის მოადგილე ნარკოტიკული დანაშაულის გამო დააპატიმრეს. რა დაუჯდა იმედის ხელმძღვანელობას ჯგუფური მასაჟი მაიამის სანაპიროზე,- ჩვენი არამოდელირებული რეპორტაჟიდან შეიტყობთ.

4. გურული გლეხები ამერიკულ ჰიბრიდულ თესლს ეჭვის თვალით უყურებენ. რა ხდება აგრესიული სახელმწიფო პროპაგანდის მიღმა და როგორ მიმდინარეობს ჰიბრიდული სიმინდის სახელმწიფო პროგრამა. გურიაში ჩასულმა იასე ცინცაძემ შეტყო, რომ ხელისუფლება საჯარო მოხელეებს ჰიბრიდული სიმინდის თესლის ყიდვას აიძულებს. მთავრობის მორიგი წარუმატებელი ექსპერიმენტი სოფლის მეურნეობაში, - ნახეთ რეპორტაჟი გურიიდან.