შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ბრიტანეთის ელჩ ალექსანდრა მერი ჰოლჰოლს და საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა.
საუბარი საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გეგმებს, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, უორდროპის დიალოგის ფორმატს და ბრიტანეთის მხრიდან შსს სამომავლო პროექტების მხარდაჭერას შეეხო.