შსს-ს წარმომადგენლები საქველმოქმედო აქციების ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ეწვივნენ

შსს-ს წარმომადგენლები საქველმოქმედო აქციების ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ეწვივნენ

შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული საქველმოქმედო აქციები გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის, „112“-ის, გენერალური ინსპექციის, ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის, კონტრტერორისტული ცენტრის და სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის თანამშრომლები მცხეთა-მთიანეთის მხარეს ეწვივნენ. კერძოდ, თიანეთის და დუშეთის სოფლების მაცხოვრებლები მოინახულეს. სამინისტროს წარმომადგენლებმა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ 100 ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს.
მცხოვრები ოჯახების საკვები პროდუქტებით მომარაგებას გულისხმობს. საქველმოქმედო აქცია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება მასში სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი მონაწილეობს.საქველმოქმედო აქცია საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება და მაღალმთიან რეგიონებში