ვიზიტი აშშ-ში

ვიზიტი აშშ-ში

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დელეგაცია ორდღიანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა. შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, პოლკოვნიკ რომან ჯოხაძის ხელმძღვანელობით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა მაიკლ გარეტტიმ უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა ISAF-ისა საერთაშორისო ოპერაცია და „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიის დეტალები განიხილეს. ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა პოლკოვნიკ რომან ჯოხაძეს ქართული კონტინგენტის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც მიმოიხილეს.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების დელეგაცია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის შტაბის J-5 დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-მაიორ სტივენ ბასბისაც შეხვდა. საუბრის ძირითადი თემა ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივი სწავლებები და სამომავლო გეგმები იყო.