„რატომ დუმს ხელისუფლება, როდესაც რუსეთმა თავისი პასპორტების დარიგება კახეთში დაიწყო?“

„რატომ დუმს ხელისუფლება, როდესაც რუსეთმა თავისი პასპორტების დარიგება კახეთში დაიწყო?“

„ნადვილად არ შეიძლება საკადრო ცვლილების გამორიცხვა, რადგან ჩვენს დღევანდელ და ყოფილ პრემიერ-მინისტრებს საკამოდ დამაჯერებელი ალღო გააჩნიათ. ისინი სერიოზულ საკითხებს რეაგირების გარეშე არ ტოვებენ, მაგრამ არ გააჩნიათ რა რაიმე სტრატეგია საკადრო პოლიტიკაში, მუდივად გამოგვდის ისე, რომ ძალაშია თეორემა - „ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე“. შესაძლებელია ეს დული იმის მომასწავებელია, რომ ამჯერად ცდილობენ ისეთი კადრის მოძიებას, რომლის მიმართაც დანიშვნის დღიდან არ დაიწყება თავდსახმები“, - აცხადებს პოლოტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის ასეთი ხანგრძლივი დუმილი, ვნებს მის დამნიშვნელს და რაც მთავარია, ვნებს იმ უწყებას, რომელსაც თითქოსდა ის ხელმძღვანელობს.

for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

ბატონო სოსო, როგორ ფიქრობთ, პოლიტიკურად დატვირთული განცხადების მიღების შესაძლებლობა შესაძლებელია მინისტრის გარდა დეპარტამენტის სხვა თანამშრომელს ჰქონდეს?

- ჩემი აზრით, დღეს სახელმწიფო სერიოზული საფრთხის წინაშეა. რამდენიმე დღეა გაუჩინარდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი. სად წავიდა ეს ადამიანი, ხომ არ დაუბრუნდა ისევ კონტრდაზვერვას, სადაც მშვიდად გრძნობდა თავს? არ ვიცი 112-ში დავრეკოთ, ძებნა გამოვაცხადოთ, თუ რა ვქნათ? ხან მინისტრის ერთი მოადგილე ლაპარაკობს, ხან მეორე, საუბრობენ ტრაფარეტული ფრაზებით, მაგრამ ამ განცხადების ავტორს ჯერ თვითონაც ვერ მიაგნეს.

რატომ იმალება მინისტრი? ამ ადამიანს ცხოვრებისეული გამოცდილება აიძულებდა გამომდინარე მისი პროფესიიდან, რომ ყოველთვის ყოფილიყო შეუმჩნეველი, ჩრდილში დამალული, სახეშეცვლილი, ასე მოუმზადებლად საჯარო პოლიტიკური თანამდებობის მისთვის ბოძება და ქართული ჯარის ლანგარით მირთმევა არის ის ფუფუნება, რომლის უფლება ჩვენს ქვეყანას არ აქვს. არ შეიძლება კადრები შემთხვევით ხვდებოდნენ ასეთ თანამდებობებზე. კი ბატონო, ბატონი მინდია იყო წარმატებული ოდეერი, მაგრამ ის არ ყოფილა წარმატებული კონტრადაზვერვის ხელძღვანელი. მან ნულოვანი წვლილი შეიტანა ლაფანყურის ე.წ. სპეცოპერაციის გამოძიებაში.

რას გულისხმობთ?

- იმას, რომ თითი თითზე არ დაუკარებია მთელი 2013-2014 წლის მანძილზე ამ საქმის გამოძიებისთვის. იმიტომ, რომ სწორედ ეს დეპარტამენტი იყო დამნაშავე და იმ სისხლისღვრის გამომწვევი, რაც მოხდა ლაფანყურში. არანაირ პასუხი არ აგებინეს პარლამენტის წინაშე იმაზე, რომ სააკაშვილის მიერ ჯაშუშებად მონათლული, ხოლო შემდგომ ამნისტირებული ქართველი მეცნიერები, რომლებიც დღემდე ჯაშუშის სახელს ატარებენ, სწორედ, ისეთი უუნარო ადამიანის გადამკიდე, როგორც არის ამხანაგი ჯანელიძე.

თუ მას ვინმე უკრძალავდა ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიებას, მას უნდა ყოფნოდა პროფესიული თავმოყვარეობა და გადამდგარიყო. თუ თვითონ ვერაფერი ვერ გაიგო და ვერაფერი ვერ გამოიძია, ამ შემთხვევაში ის არის სრულიად ზედმეტი კადრი და მითუმეტეს ხელმძღვანელის ფუნქციით, მხოლოდ პრობლემები შეექმნება ჯართან, ჯარს - მასთან და ყველას ერთად ჩვენ - სახელწიფოში.

მინისტრის დუმილს თუ გავითვალისწინებთ, რამდენად შესაძლებელია, რომ შეცდომას თავად მინისტრი არ აღიარებდეს?

- დამალვა, დუმილი და სიცრუე, ეს მისი პროფესიონალიზმის მახასიათებელი კომპონენტებია. მთელი მისი ბიოგრაფია დაკავშირებულია უშიშროების სისტემასთან. მას არ ძალუძს ხალხთან საუბარი, მას არ აქვს ჯარისკაცებთან ურთიერთობის უნარი. როგორც ჩანს, მას არ აქვს უნარი დამოუკიდებლად მართოს რაიმე სტრუქტურა. და საერთოდ, ვინ გვაჩუქა ეს კადრი, ჯერ უსაფრთოების საბჭოს მდივნად, რომელიც გაურკვეველია არის თუ არა ქართული პროექტი?

თუ თავის თავს მზედ თვლის ამხანაგი ჯანელიძე, რომელიც უნდა დაჰნათოდეს ქართული ჯარს, მაშინ ნება იბოძოს ამ ადამიანმა და ნუ დაიმკვიდრებს მხდალი მამრის სახელს. გვაჩვენოს საკუთარი ვაჟკაცობა, წარსდგეს საზოგადოების წინაშე. თუ ის გულწრფელი იქნება საკუთარ შეხედულებებში და თუნდაც ის განსხვავებული იყოს იმავე პრემიერ-მინისტრის ხედვისგან, უფრო მეტ პატივისცემას მოიპოვებს საზოგადოებაში, ვიდრე მალვა. მალვა სირცხვილია რიგითი ჯარისკაცისთვის, არა თუ თავდაცვის მინისტრისთვის.

მოვლენების განვითარებას თუ გავითვალისწინებთ, რამდენად უშვებთ ვერსიას, რომ ტექსტი სულაც არ იყო თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული და უფრო მაღალ დონეზე ყოფილიყო მომზადებული, ვგულისხმობ მთავრობის ადმინისტრაციას?

- თავდაცვის სამინისტროს გააჩნია სამხედრო დაზვერვის სტრუქტურა. თუ მინისტრმა და მისმა ორმა მოადგილემ ის ვერ გაიგეს, ეს ტექსტი საიდან გაჩნდა და ვისი დაწერილია, ისინი რამეს გაუძღვებიან ქართული ჯარის სასიკეთოდ?! ესენი ყოფილან საერთოდ უუნარონი! სირცხვილია ეს ყველაფერი! დიდი ალბათობით, ცრუობენ და შესანიშნავად იციან ვისი დაწერილია და როგორ მოხვდა ის საჯარო სივრცეში, მაგრამ კიდევ უარესია, როცა მინისტრი და მოადგილეები ცრუობენ. ოღონდ, ერთი მიმალვაშია, დანარჩენები იძულებულნი არიან მიმალვაში მყოფი მინისტრის დავალებები ასრულონ და ასევე აბსურდული განმარტებები შეჰკადრონ ქართულ საზოგადოებას.

ასეთი დოკუმენტები არ ქვეყნდება უწყების პირველი პირის გარეშე. დიდი ალბათობით, ეს განცხადება შეიძლებოდა შეთანხმებული ყოფილიყო კიდევ უფრო მაღალ დონეზე, ამის ძიებას უკვე არ აქვს მნიშვნელობა. ახლა ყველამ ხელი დაიბანა, არ ვიცი მიმალვაში მყოფი მინისტრი იბანს თუ არა ხელებს, მაგრამ მისმა ორივე მოადგილემ გამოაცხადა, რომ მე არაფერ შუაში ვარ, არ ვიცი რა მოხდაო. - აბა რა იცით?! სად მოკრიფეს ასეთი დაბნეული გუნდი? ვისი ფავორტიტები არიან, ან რას ერჩიან ბოლოსდაბოლოს ქართულ ჯარს? ამ სისტემის მთელმა ხელმძღვანელობამ თავი შეირცხვინა.

თავდაცვის მინისტრის ასეთი ხანგრძლივი დუმილი, ვნებს მის დამნიშვნელს და რაც მთავარია, ვნებს იმ უწყებას, რომელსაც თითქოსდა ის ხელმძღვანელობს. ამის მთქმელი თუ არავინ არის პრემიერ-მინისტრისთვის, ის მაინც გაიხსენონ, მეფეებს მასხარა ჰყავდათ იმისათვის, რომ გაეგოთ რა ხდებოდა ქვეყანაში. როგორც ჩანს 21-ე საუკუნეში ასეთი იუმორის მქონე ადამიანების დიფიციტიც არის, რომელთაც საკუთარ თავზე შეიძლება გამოიწვინ მთავარის აგრესია, მაგრამ მაინც ამყოფონ იგი სრულად ინფორმირებული იმ პროცესებზე, რასაც ადგილი აქვს ქვეყანაში.

ასეთი მოსაზრებაც მოვისმინე, რომ უწყებამ კარგად იცოდა რა შინაარსის განცხადებას ავრცელებდა. რატომ არის გამორიცხული, რომ სწორედ ასე ფიქრობდნენ?

- ფიქრის საშუალებას ვერავის აუკრძალავ, მაგრამ ადამიანი, რომელიც ნიშნავს მას და ასეთი ეჭვების მქონეს იწონებს, მაშინ თავადაც უნდა აგოს პასუხი. თუ არ იწონებს, მაშინ მას უნდა აგებინოს პასუხი. ამიტომ, საუბარი მხოლოდ პრეს-სამსახურის გაუგებარ ქმედებაზე, სახელმწიფოებრივი სირცხვილია. თემა თავისთავად სერიოზული იყო, მაგრამ გადამეტებული ყურადღება არ ღირს, რადაგან ყველაფერი ცხადია, ყველაფერი ზედაპირზე დევს.

ჩემთვის ბევრად უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი და ხელისუფლებისგან ვიკითხოთ, რატომ დუმს ხელისუფლება, როდესაც რუსეთმა თავისი პასპორტების დარიგება კახეთში დაიწყო, სწორდ იმ მიმართულებით, რომლითაც აპირებს გაიყვანოს საავტომობილო გზა დაღესტნიდან სამხეთისკენ. ჩვენ ხომ ვიცით, რისი მომასწავებელია რუსული პასპორტების ტერიტორიული ნიშნით დარიგება. არ გვეყო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი? ახლა ასე, რიგ-რიგობით ჩამორიგებული ეს პასპორტები უნდა მივიღოთ, როგორც ღვთის ნება? თქვენ გგონიათ ცოტაა ასეთი პასპორტი იგივე ჯავახეთში?

პუტინი არასოდეს არაფერს არ მალავს, მისი უტიფრობის კოეფიციენტი მატულობს. შესაბამისად, რაიმე სიკეთეს მისგან არ უნდა ველოდოთ. ახლა ის ფაქტი, რომ ისინი კახელები არ არიან, სულაც არ ცვლის სიტუაციას, მაშინ, როდესაც ჩრდილოკავკასიაში ამ გზის მშენებლობა მაღალი ტემპით მიმდინარეობს. მალე მოგვადგებიან და რას გაზიდავენ მერე ამ გზით, ჩვენთვის უცნობი იქნება, ისევე როგორც დღემდე უცნობია რა ტვირთი შედის რუსეთიდან სოხუმში და ცხინვალში.

როდესაც არ ხდება ხელისიუფლების მხრიდან რეაგირება მსგავს ფაქტებზე, ჩნდება კითხვა, აწყობს ეს საქართველოს ხელისუფლებას?

- სახელმწიფოს წარუმატებლობა იწყება მაშინ, როდესაც მის ხელისუფლებას, სიმართლესთან რაიმე კომფორტული დამოკიდებულება არ გააჩნია. უმალ დაიყრუებს და დაიბრმავებს თავს, ვიდრე სიმართლის გამომზეურებას მოახერხებს. კითხვები არის ორივე ხელისუფლებასთან. ჩემთვის უკვე ნაკლებად დამაჯერებელი ხდება ერთმანეთის წყევლის პათოსი, რადგან არის თემები, რომელზეც ორივე ხელისუფლება დუმს და არ გამოვრიცხავ, რომ თანამშრომლობენ კიდეც. ოღონდ ეს თანამშრომლობა არა მგონია მათი სურვილი იყოს, დიდი ალბათობით, იძულებითი თანამშრომლობა გამოწვეულია იმ ძალის მიერ, რომლის მიმართაც ორივეს გარკვეული ვალდებულება გააჩნია.