შს მინისტრის მოადგილემ გდდ-ს და სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ბაზები მოინახულა

შს მინისტრის მოადგილემ გდდ-ს და სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ბაზები მოინახულა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მღებრიშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ქალაქ ასპინძაში შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამედროვე სტანდარტებით მშენებარე ახალი ბაზა დაათვალიერა და სამუშაო პროცესებს ადგილზე გაეცნო.

მინისტრის მოადგილემ ასევე მოინახულა ქალაქ ახალციხეში მდებარე შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველო. თემურ მღებრიშვილი პირად შემადგენლობას შეხვდა და ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.