შინაგან საქმეთა სამინისტრო საქველმოქმედო აქციებს ონის რაიონში აგრძელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქველმოქმედო აქციებს ონის რაიონში აგრძელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დასახმარებლად. შსს-ს დაცვის პოლიციის და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ონის რაიონის სოფლებს ესტუმრნენ და იქ მცხოვრები 90-მდე ოჯახი საკვები პროდუქტებით მოამარაგეს.

საქველმოქმედო აქცია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება და საქართველოს რამდენიმე მაღალმთიან რეგიონს მოიცავს. სამინისტრო სულ 500-მდე ოჯახს დაეხმარება. საქველმოქმედო აქცია საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების საკვები პროდუქტებით მომარაგებას გულისხმობს.