ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწე რომან ჩხენკელმა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფრომა აკაკი ჩხენკელმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს. პრემიერ-მინისტრის უახლოესი გარემოცვის წევრების, ძმები ჩხენკელების შესახებ ბოლო თვეების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი მონაწილეობდნენ ბიზნეს-გარიგებებში.
თუმცა, თავად ჩხენკელებს ბრალდებაზე კომენტარი არც მაშინ გაუკეთებიათ, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურაში მოღვაწეოდნენ და არც ახლა, რიგითი მოქალაქის პოზიციიდან აკეთებენ. ცნიბილია მხოლოდ ის, რომ ძმებმა ჩხენკელებმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს. დაინტერესდება თუ საგამოძიებო უწყება ძმების მოღვაწეობით, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი თვლის, რომ თუ საჭირო გახდა მათი საქმიანობით შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.
for.ge გია ხუხაშვილს ესაუბრა.
ამ უცნაუარ ცვლილებებში, ყველაზე საინტერესო არის ძმები ჩხენკელების მიერ თანამდებობის დატოვება. ოფიციალური მიზიზე უნცობია, მხოლოდ მინიშნება გააკეთა ნოდარ ჯავახიშვილმა, რომ ტენდერების საქმე უნდა მოაგვაროს. სწორედ, ძმები ჩხენკელების შესახებ ბოლო თვეების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი მონაწილეობდნენ ბიზნეს-გარიგებებში. ბატონო გია, თქვენ თუ გაქვთ ამის შესახებ ინფორაცია?
- პირდაპირ გეტყვით, რომ არც ვიცი ვინ არიან, ან რითი იყვნენ დაკავებული ეს ადამიანები. მაგრამ, თუ კითხვა ისე იქნება დასმული, რომ შეიძლება თუ არა მათ მიმართ დაისვას კითხვები? - კითხვა შეიძლება ყველას მიმართ დაისვას. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მათ ინეტერსებში უნდა იყოს. როდესაც ამ ტენდერების რევიზირება მოხდება და ბატონი ნოდარ ჯავახიშვილი თავის დასკვნას დადებს, კარგი იქნება თუ ეს დასკვნა გასაჯაროვდება. არ ვიცნობდი ჩხენკელებს, თუმცა რას აკეთებდნენ ჩხენკელები არაფორმალურად ამის შესახებ პრესა წერდა და თუ საჭირო გახდა, ალბათ, მათი საქმიანობით შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. მე ვერაფერს გეტყვით.
თქვენ როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ ის პროცესები, რომელიც ახლა ვითარდება? ფაქტია, რომ თანამდებობას მასიურად ტოვებენ პრემიერთან დაახლოებული გუნდის წევრები. ამ ადამიანებზე ბევრს საუბრობდნენ, რომ ისინი ეროდნენ ტენდერებებში, ლობირებდნენ ბიზნესებს და ა.შ.
- როდესაც მაღალი თანამდებობის რამდენიმე პირი, ერთდროულად მიდის თანამდებობიდან და მათ შორის ძმები, ბუნებრივია, რომ ეს რაღაცას უკავშირდება. ეს არაა ჩვეულებრივი გადადგომები. ეს ადამიები, რომლებიც უკვე გადადგნენ, არც ერთი არაა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი. ისინი პირადად პრემიერ-მინისტრის კადრები არიან და რაღაცნაირად, ურთიერთკავშირი ამ ადამიანებს შორის ლოგიკურად ჩანს. იმდენად თეთრი ძაფით არის ყველაფერი ნაკერი, რომ აქედან სხვა დიაგნოზის დასმა უბრალოდ, შეუძლებელია. რაც შეეხება კონკრეტიკას, იმის მეტი რაც პრესაში იწერებოდა, არაფერი ვიცი. ბუნებრივია, თუ ვინმეს მიმართ არის კითხვები, ეს უნდა იქნეს გამოკვლეული.
ბოლო მონაცებით 10-მა თანამდებობის პირმა დატოვა ხელისუფლება. მართალია დაბალი რანგის ჩინოსნები არიან მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდნენ, ყველას მიერ ერთდროულად გადაწყვეტილების მიღება, იმ მოტივით, რომ პრემიერთან დაახლებული პირები არიან და ამიტომ ტოვებენ თანამდებობას, ეს რამდენად დამაჯერებელი ვერსიაა?
- ეს არაა დამაჯერებელი ვერსია. საერთოდ, როდესაც ვსაუბრობთ მედიასთან, იმდენი პატივი უნდა ვცეთ, არ ვუთხრათ ის, რისიც ჩვენ თვითონ არ გვჯერა. იგივე, როდესაც ვსაუბრობთ ზვიად ჯანყარაშვილზე, ჩემი აზრით, მთავარი ფაქტორი არ იყო ნათესაობა. მას არაერთხელ გამოუცხადა პრემიერ-მინისტრმა პირადი ნდობა, დაწყებული იმით, რომ მისი შს მინისტრობის დროს იყო გენინსპექციის უფროსი, შემდეგ ჯანყარაშვილმა დატოვა თანამდებობა, მაგრამ ის მეორედ შემოიყვანა თამაშში პრემიერ-მინისტრმა.
თუ ვისაუბრებთ ნათესაურ კავშირზე, ეს არ იქნება მთლად ლოგიკური განცხადება. სხვათა შორის, პირველად თანამდებობის დატოვების დროსაც, ანალოგიური განცხადება გააკეთა. თუ ნათესაობის გამო დატოვა პირველად თანამდებობა, მაშინ მეორედ რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში? გამოდის, რომ პირველად მის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზად გაკეთებული განცხადება არ იყო მთლად მყარი.
ირაკლი ღარიბაშვილმა პირადად აიღო პასუხისმგებლობა პარტიის განვითარებაზე, მას სჭირდებოდა ნდობით აღჭურვილი პირი და ჯანყარაშვილის დანიშვნაც იყო ლოგიკური. მაგრამ, თუ ვივარაუდებთ, რომ ჯანყარაშვილის რიგით მეორე გადაწყვეტილებაში პრემიერის ხელი უერვია, ეს მასზე დადებით მეტყველებს. მოვლენების შემდგომი განვითარება აჩვენებს ყველაფერს.
ვრცელდება ინფრომაცია, რომ ხელისუფლებიდან და კერძოდ, ეკონომიკური გუნდიდან პრემიერთან დაახლოებული პირების ჩამოშორება, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესში შედოდა...
- მე არ მგონია, რომ ვიღაცას მიზნად ჰქონოდა ღარიბაშვილის გუნდის წევრების ჩამოშორება. არავის სხვას არ მიუღია გადაწყვეტილება, თვითონ ღარიბაშვილმა მიიღო ეს გადაწყვეტილება.
შსს-დან, ეკონომიკური გუნდი, გუბერნატორის მიერ თანამდებობის დატოვება და ა.შ. ეს არის პრემიერის საჯარო დასჯა?
- მე არ ვთვლი, რომ ეს არის ღარიბაშვილის დასჯა. პირიქით, ჩვენ თუ ვსაუბრობთ, რომ რაღაცა წესრიგში არ იყო, პირიქით, ეს მისთვის დახმარებაა. თუ ვივარაუდებთ, რომ ამ ადამიანების ირგვლივ, რაღაცა ისეთი მოხდა, რაც ჩვენ ჯერ არ ვიცით და ამიტომ მოხდა მათი ჩამოშორება, ეს კარგია. შეიძლება ეს ცვლილება ღარიბაშვილს მოკლევადიან პერსპექტივაში ასუსტებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, პირიქით, ამაგრებს. ახლა ძალიან ბევრი რამე დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერი პიროვნებაა ღარიბაშვილი. თუ იმდენად სუსტია, ვერ მოახერხებს ისე გადაჯგუფებას, რომ უფრო გაძლიერებული გამოვიდეს, მაშინ ეს უკვე მისი პიროვნულ სისუსტედ იქნება აღქმული და შესასბამისი შედეგებიც იქნება. ყველაფერი დამოკიდებულია მასზე, როგორ მოახერხებს პრემიერი ამ სიტუაციიდან გამოსვლას.
თუ ეს არაა ღარიბაშვილის დასჯა, მაშინ ღარიბაშვილის შესუსტებით რა ტაქტიკასთან გვაქვს საქმე?
- პოლიტიკურად ისეთი სიტუაცია ჩამოყალიბდა, რომ ეს ადამიანები პრემიერს ამძიმებდნენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ შექმნილმა გარემოებებმა ის აიძულა, რომ ასეთი ნაბიჯი გადაედგა, რაც არაა ცუდი. საერთოდ, კარგი მენეჯერი ცუდისგან იმით განსხვავდება, რომ ის ახერხებს უცხო ადამიანების მართვას. სისტემა როდესაც ეგება ახლობლობაზე, ასეთი სისტემა, როგორც წესი, არ მუშაობს.
თუ ვივარაუდებთ, რომ ღარიბაშვილი ადრე სისტემას ნდობაზე და ახლობლობაზე ალაგებდა, მე ვფიქრობ, რომ ახლა უნდა გააკეთოს სისტემური დასკვნები, უნდა გამოავლინოს პროფესიონალური მენეჯერის თვისებები. ნდობაზე კი არ უნდა ააწყოს სისტემა, სისტემა ააწყოს პროფესიონალიზმზე და კომპეტენტურობაზე. თუ მოახერხებს, რომ არა ნათესევებში, არამედ პროფესიონალებში გახდეს ავტორიტეტი, ამ შემთხვევაში ის გაიმარჯვებს, თუ ამას ვერ მოახებს, ბუნებრივია, პროცესები გადავა სისტემურ პრობლემაში.
ამ ვითარებაში უშვებთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს?
- ჯერ ნაადრევია ამაზე ლაპარაკი. თუმცა, დინამიკა სახარბიელო ნამდვილად არაა. მე უფრო სამთავრობო რყევების ვარიანტს ვუშვებ. აქ უკვე ეს პროცესები მინისტრებზე ვერ გაჩერდება. თუ ეკონომიკაში, საგარეო და საშინაო პოლიტიკაში ვერ იქნა ის რისკები გადალახული, რის წინაშეც დღეს დადგა ქვეყანა, ამ შემთხვევაში, მთავრობის ნდობის საკითხი დადგება.