აშშ-ს აშფოთებს რუსეთის სამხედრო კონტროლის ზრდა შავ ზღვაზე

აშშ-ს აშფოთებს რუსეთის სამხედრო კონტროლის ზრდა შავ ზღვაზე

ევროპაში შეერთებული შტატების შეირაღებული ძალების წარმომადგენლის, ერთ-ერთი მაღალი რანგის ჩინოვნიკის განცხადებით, ყირიმში რუსეთის ჯარების მიმდინარე მილიტარიზაცია მოსკოვს მთელ შავიზღვისპირეთზე კონტროლის მოპოვებაში დაეხმარება. 

ამ კვირას კიევში ვიზიტისას, გენერალმა ფილიპ ბრიდლოვმა, რომელიც ევროპაში ამერიკულ სამხედრო შენაერთს მეთაურობს, ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობს ის რუსეთის სამხედრო ძალების მოქმედებებზე, უპასუხა რომ პენტაგონი „ძლიერ შეშფოთებულია.“

„ძალიან შეშფოთებულები ვართ ყირიმის მილიტარიზაციით. ჩვენ გვაშფოთებს ორი საკითხი – პირველი ის, რომ შეიარაღებული ძალები, რომლებიც რჩებიან ნახევრაკუნძულის ტერიტორიაზე, ყირიმის უკანონო ანექსიას ახდენენ. ექსტრემალური სიტუაციის პირობებში ისინი შეძლებენ სამხედრო ძალის გამოყენებას ყირიმის ტერიტორიიდან. 

მეორე მხრივ, ვშიშობთ, რომ სამხედრო მობილიზაციისა და თავდაცვის საშუალებები, რომელიც ყირიმშია დამონტაჟებული, გავლენას მოახდენს მთელი შავი ზღვის რეგიონზე – ეს შეშფოთების საგანია. საუბარია ისეთ სამხედრო – თავდაცვით საშუალებებზე, როგორიცაა: საზღვაო და საჰაერო დაცვის რაკეტები ... რომელიც შავ ზღვაზე სამხედრო გავლენის მოპოვების საშუალებას ქმნის. და ბოლოს, როგორც თქვენთვის ცნობილია, ამ წლის მარტში, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რუსეთი აპირებს ბირთვული იარაღის გარკვეული შემადგენლობის გადატანას ყირიმში, რაც ჩვენ ძალიან გვაშფოთებს და განვაგრძობთ მათ ქმედებებზე დაკვირვებას.

ფაქტობრივად, რუსეთი აგრესიულ ქმედებაზეა გადასული და მის მიერ ახლად დაპყრობილ ტერიტორიაზე სამხედრო წარმომადგენლობას ქმნის. სწორედ იმ დღეს, როდესაც ბრიდლოვიმა ინტერვიუ მისცა, რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულზე 14 სუ – 27 და სუ – 30 სამხედრო თვითმფრინავი დასვა, როგორც ნიშანი „მუდმივი სამხედრო ბაზის“ შექმნისა. ანექსიიდან ცოტა ხანში, ნახევარკუნძულზე მოხდა ბასტინიოს მობილური სანაპირო დაცვის სისტემის მობილიზება, რომელიც წარმოადგენს რუსეთის უკრაინასთან სამხრეთის საზღვრის, მათ შორის ოდესის შავი ზღვის პორტისა და თავად შავი ზღვის სანაპიროების გასწვრივ, სანაპირო დაცვის საშუალებას,“ – წერს ‘’Jane’s Defence Weekly.”

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს, გასული თვის განცხადებით, რუსეთმა უკვე დაგეგმა შავი ზღვის ფლოტის გაფართოება და კვლავ აპირებს თავისი სახმელეთო სამხედრო ძალების, მათ შორის გაერთიანებული სამხედრო ჯგუფების, გაფართოებას ყირიმში. „როგორც მიმდინარე მოვლენების შესაძლო განვითარების ანალიზი გვიჩვენებს, სამხრეთის საჯარისო ოლქის მზადყოფნა აუცილებელია ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მისი მოკავშირეებისათვის სამხრეთ–დასავლეთის სტრატეგიული მიმართულებით. ამ პირობებში, ყირიმის ნახევარკუნძულზე არსებული დამოუკიდებლი და სრულად მომზადებული შიდა საჯარისო დაჯგუფებების ფორმირება პრიორიტეტულია,“ ამბობს შოიგუ.

რუსეთს ყირიმში მაშინაც კი ჰყავდა განთავსებული მნიშვნელოვანი სამხედრო შენაერთები, როდესაც ნახევარკუნძული ჯერ კიდევ უკრაინის სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარებოდა. საჯარისო შენაერთების განთავსება მოხდა ხელშეკრულბით დაწესებული იმ შეზღუდვების გათვალისწინებით, რომელიც უკრაინას და რუსეთს შორის გაფორმდა. 

„მას შემდეგ რაც, ყირიმი რუსეთს დაექვემდებარა, შავი ზღვის ფლოტს ექნება მეტი თავისუფლება შეასრულოს ფართომასშტაბიანი დავალებები, გააძლიეროს და მოდერნიზება მოახდინოს სამხედრო ძალებისა, რაც ეზღუდებოდა უკრაინასთან დადებული ხელშეკრულებით,“ წერდა გაზეთი Gazeta.ru. “უკრაინასთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვების გამო, შავი ზღვის ფლოტი ვერ მუშაობდა ეფექტურად უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრის კუთხით. ახლა შეზღუდვები მოხსნილია,“ აცხადებს გაზეთთან საუბრისას იგორ კოროჩენკო, ექსპრტი სამხედრო საკითხებში.

თუმცა, ამ ეტაპზე უფრო შესამჩნევია შეერთებული შტატებისა და ნატოს საჯარისო ნაწილების მილიტარიზაცია რეგიონში. აშშ ფართომასშტაბიან წვრთნებს აწარმოებს და შეიარაღებულ ძალებს ანთავსებს რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან. ამ კვირის დასაწყისში, ევროპაში ამერიკული სამხედრო ძალების მეთაურმა განიხილა გეგმა ნატოს დასავლეთ ქვეყნებში ძლიერი სამხედრო ტექნიკის განთავსების შესახებ და შექმნა ნატოს 4 000 სწრაფი რეაგირების ძალა რეგიონში.
შოიგუს თქმით, სწორედ ეს არის მოვლენების ის შესაძლო სცენარი, რაც რუსეთს თავისი სამხედრო ძალების მილიტარიზაციისკენ უბიძგებს: „ბევრ შემთხვევაში, ეს მოვლენები დაკავშირებულია უკრაინაში შექმნილ სიტუაციასთან, სადაც ანტირუსული განწყობის გაღვივებით ცდილობენ ნატოსა და სხვა ქვეყნის სამხედრო ძალების მობილიზებას ჩვენი ქვეყნის საზღვრებთან.“

ბოლო დროს შავი ზღვის რეგიონში სიტუაცია კიდევ უფრო გააქტიურდა. აშშ აფართოებს თავის სამხედრო წარმომადგენლობას – რუმინეთში ახალი სატრანზიტო საშუალებებით (რომელიც მოემართება ყირგიზეთიდან), ახალი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემებითა და საზღვაო კორპორაციების ზრდით. რუსეთმა ახლახანს გააძლერა კონტროლი აფხაზეთზე მასთან სამხედრო–პოლიტიკურუ შეთანხმების გაფორმებით. აღსანიშნავია თურქეთი, ნატოსა და შეერთებული შტატების მოკავშირე ქვეყანა, რომელიც ცდილობს დაიცვას და არ დკარგოს შავი ზღვის მცველი ქვეყნის როლი რეგიონში. თუმცა ეს საკითხი ცალკე ანალიზის საგანია.

სტატია თარგმნა თაკო ჩილინგარიშვილმა 



foreignpress.ge