„ეს საქმე ჩამოიშლება, რადგან იერიში მიგაქვს უწყებაზე, რომელიც მთავარი რგოლია საქართველოსა და ნატოს შორის“

„ეს საქმე ჩამოიშლება, რადგან იერიში მიგაქვს უწყებაზე, რომელიც მთავარი რგოლია საქართველოსა და ნატოს შორის“

„აშკარად გამოჩნდა, რომ გარკვეულ პროცესებში და კონკრეტულად ე.წ. კაბელების და დიარეის საქმეებთან დაკავშირებით, გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილის ძალიან კვალიფიციური ჩართულობა, უფრო მეტი ინფორმაცია გახდა საჯარო და ცნობილი მისი მეშვეობით, ვიდრე ამის თაობაზე თავის განცხადებებში საუბრობდა პროკურატურა. ეს ასევე, მიანიშნებს იმაზე, რომ ყველა თუ არა, გარკვეული მნიშვნელობის საკითხები აუცილებლად თანხმდება და განიხილება ბიძინა ივანიშვილთან“, - აცხადებს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი.

for.ge ალექსი პეტრიაშვილს ესაუბრა.

441-მა კონგრესმენმა ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომლის მიხედვით რუსეთს მოუწოდებენ საკუთარი შეიარაღებული ძალები გაიყვანონ საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან. საქართველოში მიმდინარე პოლიტური პროცესებიდან გამომდინარე, რამდენად მნიშვნელოვანია კონგრესის ეს გადაწყვეტილება?

- ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ რთულ ვითარებაში, ასეთი პრინციპული მხარდაჭერა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხრიდან, უაღრესად მნიშვნელოვანია. ვინაიდან, ამ ტიპის რეზოლუციებით და ასეთი ტიპის პრინციპული გადაწყვეტილებებით, შემდგომში ყალიბდება სახელმწიფოების ოფიციალური პოზიცია და დამოკიდებულება კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში. როდესაც საკანონმდებლო ორგანოს ასეთი პრინციპული პოზიცია აქვს, ბუნებრივია, ეს შემდგომ გავლენას ახდენს ადმინისტრაციის გადაწყვეტილების ფორმირებაზე.

ამ შემთხვევაში კონკრეტულად ვგულისხმობ ისეთი საკითხების წინ წამოწევას, როგორიც არის ნატოში საქართველოს გაწვრიანების დაჩქარება და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება. იცით, რომ ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ამ მიმართულებით, აშშ-სთან სერიოზული ძვრები შეინიშნებოდა. პრაქტიკულად, მოიხსნა არაოფიციალური ე.წ. სანქცია, შეზღუდვა საქართველოსთვის თავდაცვითი შესაძლებლობების მიყიდვის თაობაზე. ამიტომაც, ჩვენ ძალიან ვაფასებთ აშშ-ის კონგრესის ამ რეზოლუცია.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვა ქვეყნებიც ასეთივე პრინციპულობას გამოიჩენდნენ და ასეთ მკაც რეზოლუციებს და გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ. ასევე, არ შემიძლია ეს შესაძლებლობა გავუშვა ხელიდან და მადლობა არ ვუთხრა აშშ-ში საქართველოს ელჩს, არჩილ გეგეშიძეს. მათი აქტიური მუშაობის შედეგია სწორედ ეს რეზოლუცია და ვუსურვებ  წარმატებებს ამ მიმართულებით - უსაფართხოების, საგარეო პოლიტიკის, ევროატლანტიკური კუთხის მიმართულებით უფრო მეტად გააქტიურებას.

თქვენ ახსენეთ თავდაცვითი შესაძლებლობები, როგორ ფიქრობთ, მიიღებს საქართველო თავდაცვით შესაძლებლობას, თუ ამ გადაწყვეტილებას დაედება ვეტო?

- ძალიან დიდი ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების აქტივობას. რეალურად, თუ ჩვენ დავინახეთ, რომ თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, შეგნებულად იწელება, არ ხდება ამ მიმართულებით საფუძვლიანი დაგეგმვა, მოლაპარაკება და ა.შ. ძალიან პრინციპულ პროზიციას დავაფიქსირებთ და ძალიან კატეგორულები ვიქნებით ამ მიმართულებით. არ მინდა ჯერ მოვლენებს გავასწრო. შევხედავთ, არა მხოლოდ აშშ-სთან, არამედ, ევროპის სახელმწიფოებთანაც როგორ წარიმართება ეს პროცესი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

როგორ შეაფასებთ გავლენიანი ბრიტანული გამოცემის The Economist- წეროლს, სადაც საუბარია რომ რაკლი ალასანიას საჯაროდ გათავისუფლება სრულიად მოეწონა კრემლს, რომელიც ქართველ თავდაცვის მინისტრს ამერიკის აგენტად მიიჩნევდა...

- მე შემიძლია დავადასტურო ის, რომ კრემლს ნამდვილად ესიამოვნებოდა და გაუხარდებოდა ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობიდან განთავისუფლება და „თავისუფალი დემოკრატების“ ხელისუფლებიდან გამოსვლა. მაგრამ, მათი სიხარული და ზეიმი ძალიან ხანმოკლეა. მე მინდა გითხრათ, რომ სადაც არ უნდა იყოს ირაკლი ალასანია და „თავისუფალი დემოკრატები“ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ შეფერხდეს, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება არ შეფერხდეს, ჩვენ ყველა პოზიციიდან, ყველა ჩვენს ხელთარსებულ რესურს და საშუალებას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ეს პროცესები ბოლომდე იქნას მიყვანილი, საქართველომ და საქართველოს მოქალაქეებმა უახლოეს პერიოდში თავი უფრო მეტად დაცულად იგრძნონ. თუ ვინმე, ქვეყნის შიგნით ამას წინ აღუდგება, ბუნებრივია, ის მიიღებს საკადრის პასუხს. რა თქმა უნდა, კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში.

გამოცემა წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჩრდილოვანი სახელმწიფო შექმნა. იუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს ოფიციალური თანამდებობა აღარ აქვს, ის მაინც გადაწყვეტილების მიმღებ ყველაზე მნიშვნელოვან პირად რჩება?

- მიუხედავად იმისა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ დღეს ხელისუფლებაში არ ვართ, მე ნამდვილად არ ვიტყვი, რომ იმ ძირითადი ფასეულობებიდან ხელაღებით გადახვევა მოხდა, ამის ასე თქმა არ იქნება სწორი. უბრალოდ, არის პრობლემები ქვეყნის მართვაში და ხელისუფლებას აქვს პრობლემები გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღებაში.

აშკარად გამოჩნდა, რომ გარკვეულ პროცესებში და კონკრეტულად ე.წ. კაბელების და დიარეის საქმეებთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის ძალიან კვალიფიციური ჩართულობა, უფრო მეტი ინფორმაცია გახდა საჯარო და ცნობილი მისი მეშვეობით, ვიდრე ამის თაობაზე თავის განცხადებებში საუბრობდა პროკურატურა. ეს ასევე, მიანიშნებს იმაზე, რომ ყველა თუ არა, გარკვეული მნიშვნელობის საკითხები აუცილებლად თანხმდება და განიხილება ბიძინა ივანიშვილთან, რაც ნამდვილად არაა კარგი ქვეყნისთვის. მე არ ვამბობ, რომ ყოველდღიურ მართვის პროცესს ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ არის თემები და საკითხები, რომელშიც მისი ჩართულობა ცხადზე-ცხადია. ეს არ არის კარგი სახელმწიფოს დემოკრატიულად განვითარებისათვის.

ერთპიროვნულ მმართველობაზე ისაუბრა ირაკლი ალასანიამაც...

- სწორედ მაგას ვამბობ. არის თემები და საკითხები, რომლის მიღება ფერხდება მანამ, სანამ ეს შეთანხმდება და გადაწყვეტილების მიღება არ მოხდება. რა თქმა უნდა, პრემიერს აქვს იმის კომფორტი, რომ რჩევები მიიღოს ყოფილი პრემიერისგან და მან გაუზიაროს თავისი გამოცდილება. მაგრამ, არის საკითხები, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება რეალურად ავნებს ქვეყანას. ინსტიტუტები იმისთვის არსებობს, რომ დამოუკიდებლად აიღონ პასუხისმგებლობა და მიიღონ გადაწყვეტილებები, პასუხი აგონ ამ გადაწყვეტილებებზე და იმოქმედონ.

რაც შეეხება .. კაბელების საქმეს, პროკურატურა ამბობს, რომ მას არ აქვს ბრალი გამოკვეთილი, ცნობილი არ არის დანაშაულის მოტივი, ამ შემთხვევაში ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა?

- ჯერ სად ხართ, ეს არის აისბერგის მწვერვალი. რეალურად, გრიფის მოხსნის გაჭიანურება, ამ ადამიანების დაკავება, პირდაპირ ეთერში როდესაც მიდიხარ ჟურნალისტთან და აღიარებ, რომ არ გქონდა დაკავების მოტივი ისე დააკავე ადამიანები და ახლა ეძებ დანაშაულის მოტივს, ამას კიდევ ზემოდან ემატება ორი თვით სასამართლოს გადავადება იმის გამო, რომ ვერ მიიღე აღიარება ამ ადამიანებისგან - ამის შემდეგ თავმოყვარე პროკურორი განცხადებას დაწერდა და მეორე დღესვე წავიდოდა თანამდებობიდან.

რეალურად კი, ერთი კონკრეტული კომპანიის „დელტა კომის“ მსჯელობაზე, ხდება ეს ამბავი, რომლის საქმიანობაც კიდევ ცალკე მსჯელობის საგანია. ახლა არ მინდა ამას ჩავუღრმავდე, რადგან, ჯერ არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია. ეს კამპანია კონკრეტული ადამიანების კრახით დასრულდება. ეს ძალიან სერიოზულ ფასად დაუჯდება კონკრეტულ ადამიანებს. ეს იქნება ხელმძღვანელი პირები და ერთი მეისრე პროკურორი, რომელიც ამ შემთხვევაში, შეიძლება, გამოძებნონ. გარწმუნებთ, რომ ეს საქმე ჩამოიშლება და უკვე კონკრეტული პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს, რადგან იერიში მიგაქვს ისეთ უწყებაზე, რომელიც მთავარი რგოლია საქართველოსა და ნატოს შორის.

რას წარმოადგენს დღევანდელი პროკურატურა, ემსახურება თუ არა ნაციონალების ინტერესებს?

- „ნაციონალაურ ოცნებას“ გულისხმობთ, ალბათ. ნამდვილად, პროკურატურა დგას „ნაციონალური ოცნების“ სამსახურში, ნადვილად, ამ პოლიტიკურ მანიპულაციებში გამოყენებულია ძალიან სერიოზულ ინსტრუმენტად, რასაც წერტილი უნდა დაესვას. რაც მალე დაუსვამს წერტილს ხელისუფლება, მით უფრო უკეთესი მისთვის. რაც უფრო გაიწელება, მით უფრო აისახება ხელისუფლების ნდობის მაჩვენებლებში საზოგადოების მხრიდან.

წავიდეს მთავრობა და ჰკითხოს ჩვეულებრივ ხალხს და არა კართან მიახლოებულ ექსპერტებს, როგორი დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას მთავრობის საქმიანობაზე და თვითონ მიხვდებიან რა მძიმე მდგომარეობაა.