„განხორციელებული ცვლილებიდან ჩანს, რომ ხელისუფლება უკმაყოფილოა ეკონომიკური გუნდით“

„განხორციელებული ცვლილებიდან ჩანს, რომ ხელისუფლება უკმაყოფილოა ეკონომიკური გუნდით“

„ახალი, კვალიფიციური კადრები სახელმწიფო სტრუქტურების გამართული მუშაობის წინაპირობაა. მუდმივი განახლება და სრულყოფა მიმართულია მთავრობის უფრო ეფექტურ მუშაობაზე და არის პასუხი ახალ გამოწვევებზე“, - ასე ახსნა მთვარობის ადმინისტრაციის პრესსამსახუმა, საქართველოს მთავრობაში განხორციელებილი საკადრო ცვლილებები. აღმასრულებელ ხელისუფლებაში 3 საკადრო ცვლილება განხორციელდა, თუმცა 3 სავარძელი ისევ ვაკანტური რჩება.

ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწე რომან ჩხენკელ, ბიზნესომბუდსმენმა გიორგი გახარია შეცვალა, ვაკატურია თავად გახარიას თანამდებობა. ამ დრომდე ვაკანტურია საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობაც, ვინაიდან დავით სუჯაშვილი პრემიერთან არსებული სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაინიშნა.

საკადრო ცვლილებები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც შეეხო, თანამდებობა დატოვა მინისტრის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ, მისი ადგილი „ქართუბანკის“ პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა დაიკავა. ამ დრომდე უცნობია ვინ შეცვლის ჯავახიშვილს. რაც შეეხება თავად მინისტრ დავით შავლიაშვილ, გავრცელებული ინფორმაციით, შავლიაშვილის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხი გადაწყვეტილია. ინფორმაციას მმართველ უმრავლესობაში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სამთავრობო ცვლილებებს მინისტრების დონეზე ელოდებიან.

გარდა ამისა, ამ დღეებში შეიცვალა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ეს პოზიცია ზაზა დოლიძემ დაიკავა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა კახაბერ სოლოღაშვილი. უახლოეს დღეებში დასახელდება დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი. 
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ ინიშნება დავით დარახველიძე, რომელსაც მანამდე დევნილთა მინისტრის სავარძელი ეკავა.

დავით დარახველიძის განთავისუფლების ოფიციალური მიზეზი უნცობია, თუმცა თავად პრემიერის გუნდის წევრები აცხადებენ, რომ დარახველიძესთან კითხვები ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით იყო. თუმცა, მოსალოდნელი სკანდალის გამო, მაშინ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ღიად არ ესაუბრა დავით დარახველიძის საქმიანობასთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა დატოვა ზვიად ჯანყარაშვილმა. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ჯანყარაშვილი არც ერთ საჯარო თანამდებობაზე აღარ იმუშავებს, რადგან ზვიად ჯანყარაშვილმა დაკავებული თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

„მიუხედავად იმისა, რომ ზვიად ჯანყარაშვილი აღარ ასრულებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოვალეობას, მას მუდმივად, პრემიერის ოჯახთან ნათესაობის გამო, სხვადასხვა სახის ბრალდებას უყენებდნენ. იმისთვის, რომ საზოგადოებას აღარ დარჩეს კითხვები და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ამ თემით სპეკულირება, ზვიად ჯანყარაშვილმა გადაწყვიტა დაეტოვებინა პარტიული თანამდებობაც. იგი არც ერთ საჯარო თანამდებობაზე აღარ იმუშავებს“, - ასე ახსნეს „ქართული ოცნების“ პრეს-სამსახურში ჯანყარაშვილის თანამდებობიდან წასვლა.

ექსპერტი გია ხუხაშვილის შეფასებით, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ ასეთი ტიპის გადაადგილებები სიტუაციას გააცოცხლებდა. მისი შეფასებით, მსგავსი სახის ცვლილებები ცუდი არ არის. 

„გამომდინარე იმ გამოწვევებიდან, რის წინაშეც ქვეყანა დგას, ბუნებრივია, მსგავსი ტიპის გადაადგილებები. პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ ასეთი ტიპის გადაადგილებები, გარკვეულწილად, გააცოცხლებდა სიტუაციას. ვგულისხმობ მთავარ პრობლემებს და პრეტენზიებს ხელისუფლების მუშაობის ეფექტურობასთან დაკავშირებით, პარტიული სტრუქტურების მშენებლობას მომავალი არჩევნების წინ და ა.შ. ასე რომ, ასეთი ტიპის გადაადგილებები თავისთავად ცუდი არ არის“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას განმარტებით, ხელისუფლებას ეშინია ძალიან სწრაფი ცვლილებების და სწორედ ამით არის განპირობებული ცვლილებები ქვედა რგოლში. მისივე თქმით, უკვე განხორციელებული ცვლილებიდან ჩანს, რომ ხელისუფლებუკმაყოფილოა ეკონომიკური გუნდის მუშაობით.

პირდაპირ მინისტრების მოხნამ შეიძლება პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება ერიდება რყევებს. ამიტომ, ცდილობენ კოსმეტიკურ ცვლილებას, რომ ქვემოდან მოაგვარონ ეს პრობლემები. თუ იგივე ხალხი იტრიალებს, ეს არაფერს შედეგს არ მოგვცემს. იგივეს აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“. მინისტრების ახლა განთავისუფლება ძალიან სარისკოა ხელისუფლებისთვის, მითუმეტეს, რომ ირაკლი ალასანიას საკითხი ჯერ კიდევ მონელებული არ აქვს საზოგადოებას. ამიტომ, ამჯერად ვერ ბედავენ მინისტრების შეცვლას. მაგრამ, დღეს იქნება თუ ხვალ, ამ გადაწყვეტილების მიღება მას აუცილებლად მოუწევს. განსაკუთრებით ეკონომიკურ გუნდთან დაკავშირებით“, - აცხადებს კორნელი კაკაჩია.

რაც შეეხება ეკონომიკის სფეროს და განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს, როგორც კაკაჩია აცხადებს, ეს არის ერთ-ერთი მიგდებული უწყება და ამის დასტურია ის, რაც ხდება თბილისის ქუჩებში და რა მდგომარეობაშია გზები.

„წინა ხელმძღვანელობა, ვინც ამ უწყებას კურირებდა, მან ვერ შეძლო იმ ამოცანების გადაწყვეტა, რომელსაც მოსახლეობა ელოდა. ალბათ, ამას უკავშირდება ნოდარ ჯავახიშვილის დანიშვა, რომელსაც აქვს გამოცდილება და იქნებადა გამოაცოცხლოს ეს მიმართულება და ასევე, მენეჯმენტის კუთხით მოაწესრიგოს ეს საკითხი. რაც შეეხება დავით დარახველიძის ისევ ხელისუფლებაში დაბრუნებას, ეს უკვე ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ კადრების სიმცირეს განიცდის.

ამის მეორე მაგალითია დაზვერვის ხელძღვანელის დანიშვნა კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელად.

თუ დავაკვირდებით, ძირითადად ძალოვანი სტრუქტურებიდან წამოსული კადრების დაწინაურება ხდება და არა, როგორც ეს ხდება დემოკრატულ ქვეყნებში, სადაც პარტიული ნიშნით ხდება პირის დანიშვნა. ამის მაგალითია თავდაცვის მინისტრი. სამწუხაროდ, ამ ორი წლის განმავლობაში არავითარი ახალი სახე არ გამოჩნდა, ვერ შეძლეს ახალი მხარადამჭერების მოიზიდვა. ამიტომ, იძულებულები არიან, რომ ერთ წრეში იტრიალონ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.