„რესპუბლიკელები ცდილობენ, თავიანთი განსხვავებულობით კოალიციაში ფასი დაიდონ“

„რესპუბლიკელები ცდილობენ, თავიანთი განსხვავებულობით კოალიციაში ფასი დაიდონ“

ოპოზიციონერი დეპუტატი პროგნოზირებს, რომ „ქართულ ოცნებას“ რესპუბლიკელები ან საკუთარი ნებით დატოვებენ, ან კოალიციას დაატოვებინებენ. დეპუტატის შეფასებით, დავით უსუფაშვილის საპარლამენტო გუნდი ცდილობს, კოალიციაში ფასი დაიდოს, მაგრამ უმრავლესობაში მსჯელობა იმაზე მიდის, მათი მადა დააკმაყოფილონ თუ, ისინი კოალიციიდან გაუშვან.

თუ რის საფუძველზე აკეთებს მსგავს პროგნოზს - აკაკი ბობოხიძე, ამას for.ge-ს ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც მასთან ჩავწერეთ:

პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადეთ, რომ მსჯელობა მიდის საკითხზე კოალიცია რესპუბლიკელებს დაატოვებინონ, თუ თავად დატოვონ. ეს განცხადება, რის საფუძველზე გააკეთეთ?

- რესპუბლიკელები ცდილობენ, რომ თავიანთი განსხვავებულობით კოალიციაში ფასი დაიდონ, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება ზღვარზე გადის შეინარჩუნებს თუ არა უმრავლესობას. კოალიციაში ერთადერთი პროდასავლური პარტია რესპუბლიკელები არიან, შესაბამისად, ისინი უმრავლესობას ეუბნებიან, რომ ღირებულნი არიან და მეტს ითხოვენ. მათ საპასუხოდ კი, მმართველი გუნდი ფიქრობს, მოთმენა გააგრძელოს, თუ რესპუბლიკელების მადა დააკმაყოფილოს. ჩემი ინფორმაციით, ხელისუფლებაში სერიოზულად განიხილება საკითხი, რომ ეს ამბავი დაამთავრონ. ეს ყველაფერი შიდა ბრძოლებს უკავშირდება. თუ რესპუბლიკელები კოალიციას დატოვებენ, კოალიციაში ვიღაცისთვის არეალი გაფართოვდება. „ქართული ოცნების“ წევრების მიერ რესპუბლიკური პარტიის პირდაპირი ლანძღვა-გინება მიდის და ამ ხელისუფლებისთვის ცუდი რაც ხდება, „ოცნება“ ცდილობს, რომ ეს ყველაფერი რესპუბლიკელებს დააბრალოს.

თუმცა, ბატონო აკაკი, თავად აცხადებენ, რომრესპუბლიკური პარტიაბოლო ძალა იქნება, რომელიც კოალიციას დატოვებს...

- თავად რას იზამენ, არ მაინტერესებს და თავში ქვა უხლიათ, მაგრამ თუნდაც ყოველდღიური მტკიცება იმისა, რომ არსად წასვლას არ აპირებენ, ეს იმის საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ რაღაც კარგად არ აქვთ. თუ კოალიციიდან მათი გაგდების მომენტი არ არსებობს, მაშინ ერთგულების მტკიცება რატომ სჭირდებათ?

რესპუბლიკელები კოალიციაში ბირთვს წარმოადგენენ. თუნდაც, დავით უსუფაშვილი რომ ავიღოთ, ვხედავთ, რომ ის პარლამენტში პოლიტიკურ პროცესებს აბალანსებს. კოალიცია მათ გარეშე, რამდენად მყარი იქნება?

- კოალიციაში რესპუბლიკელები იქნებიან თუ არა, ეს ფაქტობრივ მდგომარეობას ვერ ცვლის. ხელისუფლებაში რესპუბლიკელების ყოფნა სინამდვილეში, რეალური სურათის დახატვას აზარალებს, რადგან რესპუბლიკელებს ჯერ კიდევ აქვთ პროდასავლური იმიჯი, ამ დროს კი, „ქართული ოცნება“ აშკარად ანტიდასავლური ნაბიჯებით მიდის და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში რუსული პოზიციები გაძლიერდეს. ვერ ხედავთ, რომ პრორუსული ელემენტები გააქტიურდნენ? სადღობელაშილებსა და წითელაშვილებს შეხედეთ და ამას მიხვდებით.

როდესაც, ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ნიშნავენ, რომელ პროდასავლურობაზე აქვთ პრეტენზია? რუსეთისგან საქართველოს საფრთხე ემუქრება და უსაფრთხოების მიზნით, თუ ვინმეს უნდა უსმენდნენ, სწორედ რუსეთის აგენტები უნდა იყვნენ. თუ ხელისუფლება თვლის, რომ პრობლემა რუსეთისგან მოდის, მაშინ უმრავლესობა ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რომ სიტუაცია აკონტროლოს, რათა საქართველოში პრორუსული გავლენები არ მატულობდეს. პრორუსული გავლენების ადამიანები წახალისებული არიან. ის ტიტუშკები, რომლებიც ნაციონალების ოფისთან მოდიან ხოლმე, „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან და ეს თუნდაც იმით გამოჩნდა, რომ ვინმე სადღობელაშვილი „ოცნებაში“ გაწევრიანდა. კარგია, რომ ის ამ პარტიაში გაწევრინდა, რადგან დროა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. დროა, „ოცნებამ“ის ადგილი დაიკავოს, რომელიც მას როგორც პრორუსულ ძალას ეკუთვნის.

ქართულ ოცნებასთქვენ პრორუსულ ძალად და პროექტად 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნებამდეც ნათლავდით, მაგრამ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ფორუმებზე ქვეყნის უცვლელ კურსზე აპელირებს, შესაბამისად, რაში გამოიხატებაქართული ოცნებისპრორუსულობა?

- როცა პარალელს იანუკოვიჩთან ვავლებთ, საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენ გადატრიალებას ვაპირებთ, მაგრამ იანუკოვიჩი ბოლო წამამდე არ ამბობდა, რომ უკრაინის საგარეო კურსი გზიდან უხვევდა. ის ნიღაბს ბოლომდე არ იხსნიდა და ამბობდა, რომ იძულებული იყო დროებით, ასოცირების შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა. ღარიბაშვილი რას ლაპარაკობს, არ მაინტერესებს. მთავარია, ღარიბაშვილი რას აკეთებს. მისი განცხადება, რომ უკრაინას იარაღი არ უნდა მიაწოდონ, რადგან ეს რეგიონში დაძაბულობას გამოიწვევს, იცით, რას ნიშნავს? - იარაღი არც საქართველოს მიაწოდოთო. გამოდის, რომ ალასანია მართალი ყოფილა. თავდაცვის მინისტრის პოსტიდან მისი გაშვების ერთ-ერთი მოტივი სწორედ ის იყო, რომ თავდაცვით იარაღთან დაკავშირებით, საფრანგეთთან და გერმანიასთან რაღაც მოლაპარაკებებს აწარმოებდა. გამოსვლებისას ღარიბაშვილი აქცენტირებს, რომ პროდასავლური ძალაა, მაგრამ ყველა მისი სხვა გამონათქვამი დამოუკიდებელი საქართველოს საერთაშორისო ავტრორიტეტს ძირს უთხრის.

ირაკლი ალასანიამ თქვა, რომ საქართველოს ერთი კაცი მართავს და არა ინსტიტუტები. ეთანხმებით?

- ეს არახალია და ძველია. ყველაზე გულისამრევად ის გამოჩნდა, როცა პოლიტსაბჭოზე მისულ ალასანიას „ქურდი“ დაახვედრეს. ივანიშვილი არის ტიპი, რომელიც ქვეყანას კულუარებიდან მართავს და ეს არის მაფიოზური მმართველობა. შეიძლება, მთლად იტალიური მაფიის დონეზე არ არიან და ივანიშვილს ბეჭდიან თითზე არ კოცნიან, მაგრამ მათგან გამორიცხული არც არაფერია. უმრავლესობის წევრები ფიქრობენ, ერთი ამ ქვეყნის დედაც, ბიძინას მოცემული ფული და მის კალთის ქვეშ ყოფნა გვირჩევნიაო.

ყოფილი პრემიერი უმრავლესობის წევრებს ფულს ურიგებს?

- როგორც ამბობენ, იღებენ. „ქართული ოცნების“ შემომწირველების სია ნახეთ და აღმოაჩენთ, რომ „ქართუ ბანკიდან“ ფული კერძო პირებზე გადის, შემდეგ კი „ოცნებაში“ მიდის. ივანიშვილმა თითოეულ პოლიტიკურ პარტიას ანგარიშებზე მილიონი დაუსვა, რითაც მან მათი ერთგულება იყიდა. ოპოზიციასთან არაკომფორტულ ცხოვრებას ივანიშვილის კართის ქვეშ ყოფნა, არ სჯობს?

ვინ არის ივანიშვილის კალთის ქვეშ თბილად?

- „ქართული ოცნების“ იმ წევრებს შეხედეთ, რომლებიც ოპოზიციაში ყოფნის დროს ერთს ამბობდნენ და ახლა მეორეს იძახიან.

ოპოზიციურ ფლანგზეთავისუფალი-დემოკრატებისგადმოსვლით დისკომფორტი შეგექმნათ?

- ჩვენ ჩვენი ნიშა გვაქვს და ჩვენი ამომრჩეველი გვყავს. სამწუხაროდ, ალასანია თავის ადგილს ამ ნიშაში ვერასოდეს დაიკავებს. მისი პოზიციები გაურკვეველია, რადგან თუ თვლის, რომ ქვეყანა პროდასავლური კურსით არ მიდის, სახელმწიფოს მაფიოზი მართავს და ერთი კაცის ფეხქვეშ არის ამოდებული, ამას დელიკატურად როგორ უნდა ებრძოლო? მიმდინარე მოვლენების მიმართ საჭიროა, ძალიან მძაფრი და ეფექტური ბრძოლა.

ანუ, ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ ტაქტიკას უწუნებთ?

- ტაქტიკას არ ვუწუნებ, მაგრამ არ ვიცი, ალასანია შეძლებს თუ არა, რომ ის პასუხისმგებლობა ბოლომდე აიღოს საკუთარ თავზე, რომელიც მას, როგორც დასავლური ღირებულებების პარტიას ეკისრება.

for.ge-სთან ინტერვიუში თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ოპოზიციაში ლიდერობისთვისთავისუფალ-დემოკრატებს“ „ნაციონალურ მოძრაობასთანშედარებით, კარგი ბეგ-რაუნდიც აქვს და ინტელექტუალური პოტენციალიც. როგორ ფიქრობთ, ოპოზიციურ ფლანგზე პოზიციის დათმობა მოგიწევთ?

- ინტელექტუალურ საკითხებზე შეფასებები იმ ადამიანმა კი არ უნდა გააკეთოს, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ ინტელექტუალია, არამედ იმ ადამიანმა ვინც მართლა ერუდირებულია. თუ სათვალეს ატარებ და წყნარად ლაპარაკობ, ეს არ ნიშნავს, რომ ინტელექტუალური ხარ. რა თქმა უნდა, ნაციონალები ცუდად ვჩანვართ, რადგან ჩვენ ხომ ვყვირით და მაგიდაზე მუშტებს ვაბრახუნებთ, მაგრამ იძულებული ვართ, ეს გავაკეთოთ, რადგან მიკროფონს გვითიშავენ და პროცედურების მიღმა გვტოვებენ. მივესალმები თუ, „თავისუფალ-დემოკრატებს“ ინტელექტუალური შესაძლებლობების გარდა, ბრძოლის უნარიც ექნებათ.

მაგიდაზე ბრახუნით პარლამენტში ნუკრი ქანთარიას გამოსვლა გააპროტესტეთ და ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე უხერხულ სიტუაციაში ჩააყენეთ, რომელსაც პლენარული სხდომა მიჰყავდა. ხშირად, პროტესტს კობახიძის მიმართ გამოხატავთ, მას მიზამიმართულად ებრძვით?

- იქნებ, პირიქით ხდება! მან ან სხდომის წაყვანა და რეგლამენტი არ იცის, ან ის რეგლამენტს შეგნებულად არღვევს და ამაზე ჩვენც შესაბამისი რეაქცია გვაქვს.