„კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში სტრატეგიული გეგმა არ არსებობს“

„კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში სტრატეგიული გეგმა არ არსებობს“

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან შეთანხმებების საკითხს ქართული მხარე ეუთო-ს მინისტრთა შეკრებაზე და ნატო-ს მინისტერიალზე დააყენებს. ამ კვირას გაიმართება ეუთო-ს მინისტრთა შეკრება, ასევე - ნატო-ს მინისტერიალი. ყველა ეს ფორმატი გამოყენებული იქნება და მიეძღვნება ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულებას. მუშაობა გრძელდება გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის თაობაზე.

„მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორიობის შესახებ“ შეთანხმებაზე ხელმოწერის შედეგ, რუსეთის პრეზიდენტი სოხუმი-თბილისი-ერევნის მიმართულებით სარკნიგზო მიმოსვლის აღდგენაზე ალაპარაკდა. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ სოხუმის აეროპორტი რუსულ კომპანიას გადაეცემა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად საუბრობენ იმაზე, რომ სტრატეგიული ობიექტები რუსეთის დაქვემდებარებაში გადავა.

თბილისში კი, აცხადებენ, რომ სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემას არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია და შესაბამისად, საქართველოს მხრიდან რეაიგრება უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე არის ორიენტირებული. ექსპეტრი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ ხელშეკრულება ცალსახად მიანიშნებს იმას, რომ რუსეთი იმაგრებს თავის სამხერდო თუ ეკონომიკურ პლაცდარმს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.

for.ge ვანო მაჭავარიას ესაუბრა

საქართველოს ხელისუფლება ითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანაგებო სხდომის მოწვევას, თუმცა, პარალელურად ინფრასტრუქტურული პროექტები გადადის რუსეთის მართველობაში. რუსეთის ეს ნაბიჯი არის გზავნილი დასავლეთისთვის, რომ ის არა მარტო საუბრობს, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებსაც დგამს?

- ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა საოკუპაციო რეჟიმსა და რუსეთს შორის, არის ზუსტად ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელსაც რუსეთი დგამს იმისათვის, დაანახოს ევროპას და აშშ-ს, რომ ის არამარტო საუბრობს, არამედ რეალურ ნაბიჯებს დგამს მისი ე.წ. მოკავშირეების უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური განვითარების თვალსაზრისით.

ხელშეკრულების დიდი ნაწილი სწორედ ფინანსურ დახმარებაზეა გათვლილი...

- იგივე ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც 300 მილიონ დოლარზე მეტს აღწევს. ეს ცალსახად მიანიშნებს, რომ რუსეთი იმაგრებს თავის სამხერდო თუ ეკონომიკურ პლაცდარმს აფხაზეთში და ამის მსგავსი მოსალოდინია ცხინვალის რეგიონში. საქართველოსთვის ეს არის ძალიან ცუდი განვითარება კონფლიქტების დარეგულირების და რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით.

ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ პუტინმა ისაუბრა სარკინისგზო მიმართულების მოსკოვი-ერევანის აღდგენაზე, რომელიც თბილისის ხაზს გაივლის, ეს ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ რუსები ამ მიმართულებას არა მარტო აფხაზეთისთვის და რუსეთისთვის მნიშვნელოვნად და საინტერესოდ მიიჩნევენ, არამედ ეს არის გეოპოლიტიკური განცხადება. მათ მიაჩნიათ, რომ ის აღმოსავლეთ და დასავლეთის მიმართულება, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში განვითარდა საქართველოში, იქნებოდა ეს სატრანსპორტო, პორტების, რკინიგზის თუ ენერგეტიკული მიმართულებით, მათთვის წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს.

სწორედ აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებიდან გამომდინარე არის საქართველო მნიშვნელოვანი და საინტერესო ევროატლანტიკური სივრცისთვის, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო დამაკავშირებელი როგორც შავ ზღვასა და კასპიის რეგიონს შორის, ასევე სახმელეთო მიმართულებით, რომელიც მნიშვნელოვანია საქარველოს ევოატლანტიკურ სივრცეში მონაწილეობის თვალსაზრისით. რუსეთი ამას ხედავს, მზად არის ფული დახარჯოს რკინისგზის თემაზე, ასევე პოლიტიკური რესურსი გამოიყენოს საქართველოს წინააღმდეგ იმისათვის, რომ აიძულოს დღევანდელი მთავრობა, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და დაითანხმოს ამ მიმართულების გახსნასთან დაკავშირებით.

ამ საკითხზე საუბრობს სომხური მხარე, ისინი ძალიან სერიოზულ აპელირებას აკეთებენ იმაზე, რომ ეს მათ სჭირდებათ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებისათვის...

- გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი არა მარტო აფხაზეთთან მოკავშირეობის ხელშეკრულებაზე საუბრობს, არამედ ამას განიხილავს როგორც პირველი ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩრდილო სამხრეთის მიმართულება - მოსკოვიდან-ერევნის მიმართულებით, შემდეგ, თეირანში განვითარდეს, ეს არის გეოპოლიტიკური გამოწვევა დასავლეთის, აშშ-ის, რომელმაც 20 წლის წინ განავითარა ე.წ. აღმოსავლეთ-დასავლეთ მიმართულება სატრანსპორტო, თუ ენერგეტიკული მიმართულებით და, რამაც საქართველოს გაუხსნა გზა ევროატალნტიკური მიმართულებით.

ანალიტიკოსები აკეთებენ შეფასებას, რომ არაღიარებულ სახელმწიფოსთან ხელშეკრულების გაფორმებით რუსეთმა საკუთარ თავზე საკმაოდ მძიმე ტვირთი აიკიდა. როგორი გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს მეკავშირეობის ხელშეკრულებას უკვე საქართველოსთან მიმართებაში?

- ეს არის წლების განმავლობაში შემუშავებული პოლიტიკის შედეგი, რომელის რეალიზაცია იწყება ახლა, ე.წ. ახალი რუსეთის შექმის იდეა და მათი ვერსია საზღვრებზე სტაბილურობის დამკვიდრების თაობაზე. მათთვის ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც ისინი თანხებს არ დაიშურებენ. ეს მხარდაჭერილია თვითონ რუსეთის მოსახლეობაში და პოლიტიკურ წრეებში, სანამ მათ გააჩნიათ ფინანსური შესაძლებლობა და მიჩნიათ, რომ მიუხედავად ყველაფარისა, ეს ფინანსური რესუსრი მათ ექნებათ, ისინი ამ ე.წ. ეროვნულ იდეას ბოლომდე განახორციელებენ.

ეს საქართველოსთვის არის ძალიან სახიფათო პროცესი, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას და რეგიონის სტაბილურობას, იმ ფორმით რაზეც შეთანხმდნენ ძირითადი მოთამაშეები ცივი ომის დასრულების შემდეგ. ეს არის ძალიან რთული თემა, რომელსაც გამომდინარე დღევანდელი რეალობიდან, ძალიან სერიოზული ყურადღების მიპყრობა და მუშაობა სჭირდება.

რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ის არავის არ ემუქრება, სხვის გეოპოლიტიკურ ინტერესში ჩარევას არ აპირებს, მითუმეტეს კონფლიქტებში ჩარევას არ აპირებს...

- პუტინი წლებია ამაზე საუბრობს, მისი ეს განცხადება არის დადასტურება მათი მიზნების - უკრაინა-საქართველო თუ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში, გეოპოლიტიკური და პოლიტიკური მოწყობის კუთხით, მათ გააჩნიათ ექსკლუზიური უფლება, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ემსახურება რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს რეგიონის ე.წ. სტაბილურობას. ეს არის გაცხადებული რუსეთის მხრიდან. რა შეიძლება ჩვენ ამას დავუპირისპიროთ გარდა იმისა, რომ ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, რაც რთული წარმოსადგენია.

მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა გახლავთ ის, რომ ბოლო 22 წლის განმავალობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობა საქართველოსთვის ყოველთვის იყო აშშ-თან სიახლოვე და ის სტრატეგიული ურთიერთობა, რომელიც ქვეყნებს აძლევს როგორც უსაფრთხოებას და სტაბილურობას, ასევე ეკონომიკური თუ დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას. დღევანდელმა მთავრობამ ვერ მოახერხა აშშ-ის ურთიერთობის ახალ საფეხურზე აყვანა. კონკრეტული ნაბიჯი არაა გადადგმული იმისათვის, რომ მსგავსი გარანტიები მაინც მივიღოთ აშშ-დან, როგორც მიიღო აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა რუსეთისგან. ჩვენ გვჭირდება რეალაური გარანტიები.

რატომ ვე ვიღებთ ამ გარანტიებს აშშ-დან?

- ეს რჩება სერიოზულ კითხვად. ერთია აშშ-ის მზაობა და მეორე, რამდენად ეფექტურად მუშაობს და ან იმუშავა დღევანდელმა მთავრობამ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები ახალ საფეხურზე აეყვანა - რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო ამერიკის ინტერესები საქართველოს ინტერესებთან დაახლოებული. პირიქით, ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც ჰქონდა რესურსი, რომ მაქსიმალურად დაეახლოვებინათ საქართველო აშშ-თან, იქნებოდა ეს თავდაცვის მინისტრი თუ პრეზიდენტის ინსტიტუტი, არ იქნა გამოყენებული. ამით სერიოზული ზიანი მიადგა საქართველო-ამერიკის ურთიერთობას. ამერიკა-საქართველოს შორის თანამშრომლობის მათავარი ხაზი გადიოდა თავდაცვის სამინისტროზე, მაგრამ, ეს პროცესები შეფეხდა.

საქართველო-ამერიკ ურთიერთობა ზიანი ირაკლი ალასანიას გადაყნებით მიადგა?

- ალასანიას გადაყენება და ის დაძაბული ურთიერთობა რაც არსებობდა ახალ მთავრობასა და აშშ-ის ადმინისტრაციას შორის. ფაქტია, რომ არის ბევრი პრობლემები, ურთიერთობები როგორც პიროვნულ, საგარეო პოლიტიკურ თუ თავდაცვის მიმართულებით, არის საკმაოდ დაბალ დონეზე. მთელი ენერგია იხარჯება მათთან ბრძოლაზე, ვინც საქართველოს მეგობრები არიან - აშშ-ის გავლენიანი პოლიტიკოსები იქნებიან ეს სენატორები თუ სხვები. ამის კარგი მაგალითი არის სენატორ მაკკეინთან გაუთავებელი ქიშპობა. იმ პირობებში, როდესაც მომავალი წლიდან დიდი ალბათობით სენატორი მაკკეინი აშშ-ის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გახდება, ეს პოლიტიკა არასწორია და საქართველოსთვის საზიანოა.

ამის ფონზე რამდენად სწორია პაატა ზაქარეიშვილის განცხადება, რომ რუსეთთან ინტეგრაციის ხელშეკრულება არის ხელისუფების კარგი მუშაობის შედეგი?

- ეს უბრალოდ გულუბრყვილობაა. გამომდინარე იმ ურთიერთობიდან რომელიც არ არსებობს საქართველოს მთავრობასა და რუსეთს შორის, რამე გავლენაზე არ შეიძლება იყოს საუბარი. სერიოზული პრობლემა გახლავთ ის, რომ კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში არ არსებობს სტრატეგიული გეგმა, არ არსებობს საგარეო პოლიტიკური ხედვა, თუ რა მექანიზმები შეიძლება რეალურად ამუშავდეს იმისთვის, რომ რუსეთმა იგრძნოს ის ზეწოლა საქართველოს მიმართ გატარებული პოლიტიკიდან გამომდინარე.

ამის შედეგია ჟენევის პროცესის ჩიხში შესვლა და კარასინი-აბაშიძის ფორმატის წინ წამოწევა, როდესაც ვსაუბრობთ ყველაფერზე, მნიშვნელოვანი თემების გარდა. ეს ფორმატი მოკლევადიან პერსპექტივაში გვაძლევს სავაჭრო შესაძლებლობას რუსეთთან, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისთვის არის საზიანო, იმიტომ, რომ მთავარ თემებზე შედეგს ვერ ვიღებთ, პირიქით, ვხედავათ უკან სვლას.