ლატვიის დელეგაციის ვიზიტი შსს-ს მომსახურების სააგენტოში

ლატვიის დელეგაციის ვიზიტი შსს-ს მომსახურების სააგენტოში

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის დელეგაცია ესტუმრა. სტუმრებმა სააგენტო დაათვალიერეს და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ავიაციის საბჭოს უფროსმა ალექსანდრე სუსკინსიმ, დაუგავპილსის ტერიტორიული საბჭოს ემიგრაციის სამსახურისა და სასაზღვრო კონტროლის უფროსთან აიგარს ზვაიგზნესთან ერთად მართვის მოწმობის იმიტირებული გამოცდა გაიარეს და ახალ 3D ფორმატის ბილეთებს გაეცნენ. ასევე მართვის მოწმობის პრაქტიკული ნაწილის ავტოდრომი დაათვალიერეს და სანომრე ნიშნების ბეჭდვის პროცედურას დაესწრნენ.