საქართველოს ლიდერი ამბობს, რომ ქვეყანა კვლავინდებურად იხრება დასავლეთისაკენ

საქართველოს ლიდერი ამბობს, რომ ქვეყანა კვლავინდებურად იხრება დასავლეთისაკენ

ორშაბათს საქართველოს პრემიერ მინისტრი ამტკიცებდა, რომ მისი ქვეყანა არ გადაუხვევს დასავლურ გზას, მიუხედავად რამდენიმე პრო-ევროპელი მინისტრების გადადგომისა უახლოეს წარსულში.

ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა ბრიუსელში, რათა შეხვედროდა ფედერიკა  მოდერინის, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მეთაურს და ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს. ეს მოხდა ორი კვირის თავზე, მას შემდეგ, რაც ბ-ნმა ღარიბაშვილმა  გაანთავისუფლა თავდაცვის მინისტრი, რამაც გამოიწვია საგარეო საქმეთა  და ევროინტეგრაციის მინისტრების მიერ თანამდებობების დატოვება.

ამ მოულოდნელმა მოვლენებმა შეაშფოთა დასავლელი ლიდერები. თუმცა ბ-ნმა ღარიბაშვილმა განაცხადა თავის ინტერვიუში, რომ მთელი მისი მთავრობა ერთგულია ევროპული არჩევანის, და რომ ყოფილი მინისტრების მიერ გამოთქმული უკანასკვნელი შენიშვნები  "ძალზე უპასუხისმგებლო"იყო.

"ვინ არის პრო-საბჭოური? ჩვენ ვართ პრო-დასავლელები," განაცხადა ბ-მნა ღარიბაშვილმა. "მათ გამოიგონეს ეს იარლიყი, რომ თითქოს ისინი არიან პრო-დასავლურები, ხოლო   სხვები მთავრობაში - არა. ამის თქმა შეურაცხმყოფელიც კი იყო ჩემი მთავრობისათვის, რომ მხოლოდ სამი მინისტრი იყო პრო-დასავლური ორიენტაციის."

ბ-ნი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში  მომდინარეობს შიდა პოლიტიკიდან. " ეს არის წმინდა შიდა საკითხი. მას საერთო არაფერი აქვს ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსთან," თქვა მან. "ეს უბრალოდ სასაცილოა."

და მაინც, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, ისინი ყურადღებით მიადევნებენ თვალყურს მოვლენებს შემდგომი რამდენიმე კვირის განმავლობაში, რომ დარწმუნდნენ, რომ  საქართველო არ გადაუხვევს კანონის უზენაესობის გზას. საქართველომ ახლახანს განახორციელა რამდენიმე მაღალჩინოსანის სამართლებრივი დევნა , ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით, რამაც   დასავლეთში ზოგიერთის მხრიდან გამოიწვია შეკითხვები, იყო თუ არა ეს ნაბიჯები პოლიტიკურად მოტივირებული.

ლიტვის საგარეო საქმეტთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა ორშაბათს, რომ საქართველომ ახლა უნდა დაგვარწმუნოს დემოკრატიის შესახებ თავისი  დაპირებების გულწრფელობაში. ამჟამად , როდესაც ღარიბაშვილს ახალი გუნდი ჰყავს, მას შეუძლია უზრუნველყოს იმის დემონსტრირება, რომ  ეს გუნდი თამაშის წესებს არ არღვებს.

"ეს საქმით უნდა დამტკიცდეს," თქვა ბ-ნმა ლინკევიჩუსმა.

ფსონები მაღალია, რადგანაც რუსეთი აძლიერებს ზეწოლას მის პერიფერიებში განლაგებულ ქვეყნებზე, განსაკუთრებით კი საქართველოსა და  მოლდოვაზე.

ევროკავშირმა გააფორმა "ასოცირების ხელშეკრულებები " ზაფხულში უკრაინასთან, საქართველოსა და მოლდოვასთან, რომელთა მიზანია სავაჭრო და პოლიტიკური კავშირების განმტკიცება  ამ ქვეყნებთან, რაც, თავის მხრივ, მოსკოვის აღშფოთებას იწვევს.

საპასუხოდ, რუსეთმა განაცხადა, რომ ის ახორციელებს შეთანხმებას  "ალიანსსა და ინტეგრაციასთან“ დაკავშირებით საქართველოს სეპარატისტულ რეგიონთან - აფხაზეთთან, რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება. "ეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია საქართველოს ტერიტორიის ანექსიისაკენ," განაცხადა ბ-ნმა ღარიბაშვილმა, თუმცა დასძინა, რომ ის ცდილობს კონსტრუქციულად ითანამშრომლოს რუსეთთან.

მოლდოვაში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეხვდა ახლახანს სეპარატისტებსა და პრო-მოსკოვური სოციალისტური პარტიის ლიდერებს, რითაც ხაზი გაუსვა რუსეთის ზეგავლენას ქვეყანაში მოლდოვას არჩევნების წინ, რომელიც 30 ნოემბერს იმართება.

ევროკავშირი ცდილობს ასეთი ნაბიჯების თავიდან არიდებას. მაღალი დონის კომიტეტი, რომელიც კოორდინირებას უწევს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას, პირველად შეიკრიბა ორშაბათს, ხოლო ევროკავშირის ოფიციალური პირები  შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თავის გეგმებს სავიზო რეჟიმის მოთხოვნების გამარტივების მიმართულებით ორ მხარეს შორის.

ბ-ნი ღარიბაშვილმა და ბ-ნი სტოლტენბერგმა, ნატოს მეთაურმა, დაგეგმეს მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ განხორციელდება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გეგმა, რომელიც გაცხადდა სექტემბერში.

იოჰანეს ჰანმა, ევროკავშირის  გაფართოების  წარმომადგენელმა, აღნიშნა პარასკევს, რომ მისი ყველაზე დიდი საწუხარი საქართველოსთან დაკავშირებით იყო პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო დევნის პერსპექტივა. "მათ უნდა იზრუნონ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის შესახებ (და) იმაზე, თუ რამდენად გამჭვირვალედ იხილება გარკვეული სასამართლო საქმეები ," თქვა ბ-მა ჰანმა.

ბ-მა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მისმა მთავრობამ განახორციელა სასამართლო სისტემის სრული რეფორმირება, და ევროპელ ლიდერებს  შეუძლიათ თვალყური მიადევნონ ბ-ნი სააკაშვილისა და სხვათა სასამართლო პროცესებს, მათი არჩევანის მიხედვით. "ეს პროცესები სრულიად ღია და გამჭვირვალეა," თქვა ბ-მა ღარიბაშვილმა. "თქვენ შეგიძლიათ მობრძანდეთ და დაესწროთ ნებისმიერ სასამართლო პროცესს თქვენი კამერების თანხლებით."

მინისტრების თანამდებობებიდან წასვლა, მან დასძინა, გამოწვეული იყო თავდაცვის სამინისტროს კორუფციასთან დაკავშირებული ლეგიტიმური გამოძიებით. როგორც განაცხადა ბ-მა ღარიბაშვილმა, როდესაც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ არასწორად შეაფასა გამოძიება, ამან სხვა არჩევანი არ დაუტოვა მას, გარდა იმისა, რომ თანამდებობიდან გადაეყენებინა ალასანია. ბ-ნმა ალასანიამ აღნიშნა, რომ  გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებული  და მიზანმიმართული იყო პრო-დასავლურად განწყობილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ.

ბ-მა ღარიბაშვილმა გამოთქვა რწმენა, რომ ის გადალახავდა ევროპის სკეპტიციზმს. თუმცა ზოგიერთი ევროპელი ოფიციალური პირი, როგორც აღმოჩნდა, ჯერ კიდევ საჭიროებდა გადარწმუნებას.

"ეს გადამწყვეტი პერიოდია" საქართველოსათვის, განაცხადა ბ-ნმა ლინკევიჩუსმა.