აზერბაიჯანში ავტომობილების იმპორტი 40%-ით დაეცა

აზერბაიჯანში ავტომობილების იმპორტი 40%-ით დაეცა

ის, რასაც ყველა გრძნობდა, ოფიციალური სტატისტიკითაც დადასტურდა. აზერბაიჯანში ავტომობილების იმპორტი თითქმის 40%-ით შემცირდა. წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი კიდვ უფრო გაუარსედება და სავარაუდოდ რამდენიმე წელი არც გამოსწორდება. აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანში 52 086 ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტი განხორციელდა, 2013 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 84 791 ერთეულს შეადგენდა.

სტატისიკით მიხედვით, იმპორტირებული სატრანსპორტო საშუალებების მთლიან მოცულობაში 47 379 ერთეული ავტომობილები და მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებია. გასული წლის ამავე პერიოდში ამ ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტი 76 956 ერთეულს შეადგენდა.

გარდა ამისა, 10 თვეში აზერბაიჯანში იმპორტირებულია 4 125 სატვირთო ავტომობილი, რაც წინა წელთან შედარებით ასევე შემცირებულია (2013წ. 6 408 სატვირთო).

ეს ყველაფერი 2015 წლის აპრილიდან, აზერბაიჯანში ახალი ეკოლოგიური სტანდარტის ამოქმედებამ გამოიწვია. შედეგად, ყველა იმ ავტომობილის იმპორტი აიკრძალა, რომელიც ახალ ევრო-4-ის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. მეზობელი ქვეყნის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებამ მნიშნვნელოვნად დააზარალა საქართველოც, რადგანაც საქართველოდან ავტომობილების საექსპორტო ბაზრებს შორის აზერბაიჯანი პირველ ადგილზეა. ამ ქვეყანაზე საქართველოდან ექსპორტირებული ავტომობილების 50%-ზე მეტი მოდის.

ბოლო წლებში საქართველოში ავტობიზნესი ძალიან განვითარადა და ამ ბიზნესში 20 ათასამდე ადამიანი დასაქმდა. მათ ავტომანქანები შემოჰყავდათ ევროპის ქვეყნებიდან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ჰყიდდნენ.

„მთავარი საექსპორტო ბაზარი ჩვენთვის ყაზახეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი იყო. ყაზახეთი 2011 წელს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდა და საბაჟო პროცედურების გამკაცრების გამო რუსულ ბაზარზე გადავიდა, აზერბაიჯანმა 2014 წლის 1 აპრილიდან 2005 წელზე ადრე წარმოებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა და დარჩა მხოლოდ სომხეთი, რომელსაც ამ ბაზარზე ისედაც მცირე წილი ეკავა, დაახლოებით, 5 პროცენტი. რა მოჰყვა ამ ყველაფერს?

ადრე ავტოდილერი ყიდდა თავის ძველ ავტომობილს და ყიდულობდა შედარებით ახალს, ანუ ჩვენი ავტოპარკის განახლება რეექსპორტის ხარჯზე ხდებოდა, ძველი ავტომობილები კი აზერბაიჯანსა და სომხეთში გადიოდა. ახლა უკვე 2005 წელზე ადრე წარმოებული ავტომანქანები ვეღარსად გადის და საქართველოში რჩება.

სამწუხაროდ, ძველი ავტომობილები ქართულ ბაზარზე გაიყინა, რამაც ფასების არნახული ვარდნა გამოიწვია. ამას დაერთო ისიც, რომ ბანკები აქტიურად მუშაობენ საავტომობილო განვადებებზე და მოსახლეობას მანქანის შეძენას უმარტივებენ. ამიტომ, ავტომობილის მყიდველთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. ხალხმა მასობრივად დაიწყო ავტომობილების შეძენა იმიტომ, რომ ეს ძალიან იაფი და ხელმისაწვდომი გახდა, რამაც ავტომობილების რაოდენობის მასობრივი ზრდა გამოიწვია“, - აცხადებს არასამთავრობოთა ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ინიციატივის“ ხელმძღვანელი ვასო ურუშაძე.

როგორც ავტოდილერი ნუგზარ რობაქიძე ამბობს, ბაზრის დაახლოებით 70% ძველი მანქანების რეალიზაციაზე მუშაობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ევრო-4-ის სტანდარტი აამოქმედა, მოთხოვნა მინიმუმამდე დაეცა. დილერებს აღარ აქვთ იმის საშუალება, რომ 2005 წელს ზემოთ გამოშვებულ მანქანებზე იმუშაონ. „ძველ მანქანებს კლიენტები არ ყიდულობენ თუ ვერ ყიდულობენ არ ვიცი “, - აცხადებს ავტოდილერი.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ აზერბაჯანში, ძირითადად, გერმანული, განსაკუთრებით „მერსედესის“ მარკის ავტომობილები მოსწონთ. 2005 წლის ზევით გამოშვებულები კი აქ 10-12 ათასი დოლარი ღირს, განბაჟების გადასახადის დამატებით მისი ფასი 20 000 დოლარას აჭარბებს, რაც ძალიან ძვირია.

კომპანიების ნაწილი ბიზნესის გადაწყობაზე და მაღალი ძრავის მანქანების, დაბალი ღირებულებისა და ძრავის ავტომობილებით ჩანაცვლებაზე ფიქრობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ჯიპებს, პატარა სედანები და ჰეჩბეკები ნაწილობრივ ჩაანაცვლებს. მაგალითად, ნაკლებად გაიყიდება „ლექსუსის“, „მერსედესის“ და „ბეემვეს“ დიდი ჯიპები. სანაცლოდ გაიზრდება მოთხოვნა ეკონომიურ იაპონურ მანქანებზე.