„ჯარის მეგობართა საზოგადოების" პროექტის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებისთვის კინოჩვენებები გრძელდება. დღეს, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის პირად შემადგენლობისთვის ფილმის „ომი და ქორწილი“ ჩვენება გაიმართა.
ჩვენებას რეჟისორი ზაზა კოლელიშვილი და მსახიობი დავით ხურცილავა დაესწრნენ. ფილმის დასრულების შემდეგ, მათ ჯარისკაცებს გადაღების პროცესში საინტერესო ისტორიები უამბეს.
ჩვენება თავდაცვის სამინისტროსა და კინოცენტრს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა. მსგავსი ღონისძიებები შეიარაღებულ ძალებში ქართველი სამხედროებისთვის მუდმივად იმართება.