„საქმე გვაქვს ზურიკელა ადეიშვილის სახელობის პროკურატურასთან“

„საქმე გვაქვს ზურიკელა ადეიშვილის სახელობის პროკურატურასთან“

ირაკლი ალასანია რეგიონში შეხვედრებს იწყებს. პარტიული სტრუქტურების გაძლიერების მიზნით, პირველი შეხვედრა უკვე შედგა გორში. თუმცა, მანამდე ექსპერტთა კლუბის წევრთა ინიციატივით, შეხვედრა გაიმართა ექსპერტებთან. ირაკლი ალასანიასგან და ადვოკატ სოსო ბარათაშვილსგან ინფორმაცია მიიღეს ექსპერტებმა. მომავალი კვირის განმავლობაში ექსპერტები ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე საკუთარ ხედვას გააცნობენ საზოგადოებას.

კონკრეტულად, რა საკითხებზე ისაუბრეს დახურულ შეხვედრაზე, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება და რატომ ჩაერთო საქმეში აუდიტის სამსახური, ამ საკითხებზე for.ge ექსპერტთა კლუბის ხელმძღვანელს სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

სოსო ცისკარიშვილი: დატვირთული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, არც ბატონ ალასანიას და არც ბატონი ბარათაშვილს გაკვირვებია მოწვევის მიზეზი. ის პროცედურები რასთანაც გვაქვს საქმე, საუკეთესო თვითლუსტრაციაა დღევანდელი პროკურატურის, როდესაც ადვოკატებს არ ეძლევათ მასალის გაცნობის საშუალება. პროკურატურა ხან რა მიზეზს პოულობს ამისთვის და ხან რას. ეს კი, მიმანიშნებელია იმაზე, რომ ჩვენი პროკურატურა ჯერ კიდევ ზურაბ ადეიშვილის სახელს ატარებს. არანაირი წინსვლა იმასთან დაკავშირებით, რომ თანაბარუფლებიანი იყოს პროკურატურა და ადვოკატურა სასამართლოს წინაშე, ასეთ ვალდებულებას პროკურატურა ვერ ხედავს საკუთარ თავში. მუდმივად სურს, რომ შეჯიბრს უმსაჯოს სწორედ მათთვის სანდო ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე მყოფმა პირმა.

როგორია ამ საქმის როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებლივი შემადგენელი ნაწილი?

- იცით, მარტივად მივედით დასკვნამდე თუ რა თანმიმდევრობა უნდა იყოს საზოგადოების მოთხოვნილებაში იმისთვის, რომ ყველაფერს დაერქვას თავისი ნამდვილი სახელი. ამჯერად, საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი იმ მოთხოვნაში, რასაც ჰქვია ადვოკატთა უფლება. ადვოკატი სტანდარტულ პირობებში უნდა გაეცნოს იმ ბრალდებას, რომელიც წაყენებულია მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირებისათვის. ეს ჯერჯერობით არ ხდება, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ მთლად დალაგებულად არ აქვს პროკურატურას საქმე ამ საკითხში.

ამასვე დავუკავშირებდი ჩვენი ყველაზე პატიოსანი კონტროლის პალატის თავმჯდომარის განცხადებას, რომელიც წლების განმავლობაში ადამიანის უფლებებზე თავდასხმის როლს ასრულებდა პარლამენტში, ვგულისხმობ ლაშა თორდიას, რომელიც მაშველის რგოლი გამოდგა დღევანდელი წინდაუხედავი ხელისუფლებისთვის - როდესაც მიხვდნენ, რომ მარტო თავდაცვის სამინისტროში არ ხდებოდა ტენდერების გამოცხადება და სახელმწიფო ხარჯების გაღება.

ის, რომ სხვა სამინსტროებშიც და მათ შორის შსს-ში არის გარკვეული გადაცდომები და - მოდით, ახლა ამაზე ვილაპარაკოთ, ეს არის ფასადური სამართლიანობა, რადგან მეც თქვენთან ერთად დავითვლი რამდენი სისხლის სამართლის საქმე აღიძრება ისე, რომ ადვოკატებს არ ჰქონდეთ მათი გაცნობის უფლება და რამდენად პოლიტიზირებული იქნება ესა თუ ის თემა. დიდი ალბათობით, შსს-თან მიმართებით იმისთანა გრიფი დაედება საიდმულო თემებს, რომ უახლოესი ნახევარი საუკუნის განმავალობაში ვერ გაიგებს საზოგადობა რას ერჩოდა თორდია შარშან ღარიბაშვილს და წელს ჭიკაიძეს. აქედან გამომდინარე, ყველა დარჩება კმაყოფილი - აი, ბატონებო სამართლიანობა აღდგა, რადგან ყველას ეხება ბატონი თორდიას შენიშვნა და ა.შ. მაგრამ, სად, როგორ განვითარდება მოვლენები, საჯაროდ არ იქნება გამოტანილი და ეს იქნება საუკეთესო გარემო შერჩევითი სამართლის განხორციელებისთვის.

პარალელურ პროცესში იმიტომ ჩერთო აუდიტის სამსახური, რომ ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულება არ არსებობს? როგორც ცნობილია, პროკურატურამ გამოძიება დაიწყოდელტაკოისგანცხადების საფუძველზე, რომელიც მონაწილეობდა ტენდერში, მაგრამ იმ მომსახურებისთვის რაშიცსიქნეტმა“ 6,5 მილიონი მოითხოვა, „დეტაკოითხოვდა 10 მილიონს. სად ჩანს აქ კორუფცია?

- კარგი იქნება თუ თქვენ, თქვენ მრავალათასიან მკითხველს „დელტაკომის“ დამფუძნებელთა გვარებსაც გააცნობთ. ალბათ, მათი ვიანობის გამჟღავნების მერე მეტი ინტერესი გაჩნდება ამ კომპანიის მიმართ.

ალასანია ამბობს, რომ საქმის გასაჯაროვების შემთხვევაში ეს საქმე ჩამოიშლება, იგივეს ამტკიცებს დაცვის მხარე. თქვენ შეხვედრაზე, საქმის გარშემო არსებულ რა დეტალებზე ისაუბრა ალასანიამ და ბარათაშვილმა, რომლითაც დასტურდება, რომ საქმეს პოლიტიკური დატვირთვა უფრო აქვს, ვიდრე სამართლებრივი?

- ინფორმაცია და განმარატებები, რომელიც ირაკლი ალასანიასგან მივიღეთ, თუ როგორ და რატომ განხორციელდა თანხის მთლიანად გადახდა, მან საკმაოდ ავტორიტეტული გვარები დაგვისახელა, რომლებიც, აგრეთვე ამ გზით ახერხებენ საკუთარი ფინანსური საქმიანობის ორგანიზებას, როდესაც წლის ბოლოა და საბიუჯეტო თანხების ათვისების ვადა იწურება. ეს მაინც ისეთი ტექნოლოგიაა, რომელსაც არ სჭირდება თეთრის და შავის ერთმანეთში არევა. მკაფიო ლოგიკას ექვემდებარება ეს ფაქტი და ამიტომაც არის ყოფილი მინისტრის და მისი პოლიტიკური გუნდის ერთადერთი მოთხოვნა, რომ განსაჯაროვდეს ეს თემა.

ანალოგიური უნდა იყოს ჩვენი საზოგადეობის სურვილიც, რათა შეგვექმნას საფუძვლიანი წარმოდგენა ამ პრობლემაზე, რომ გაგვიადვილდეს პოზიციის გამყარება და მართლაც, მარტივად გავარჩიოთ ერთმანეთისგან არა მხოლოდ თეთრი და შავი, არამედ ამ ფერების მატარებელი სუბიექტებიც.

საერთოდ, ასეთი საკითხების სამართლებლივი შესწავლა ბუნებრივად მიმაჩნია, მაგრამ ის, როგორც მოქმედებს პროკურატურა, ეს არის შემარცხვენელი ჩვენი ხელისუფლების და სახელმწიფოსი. დროულად თუ არ დავინახეთ ჩვენი ხელისუფლების ქმედებები, როგორ აპირებენ ამ შავი ორმოდან მართლმსაჯულების გამოყვანას, მაშინ ნდობა ხელისუფლებასაც ისეთივე ექნება, როგორიც პროკურატურის მიმართ გააჩნია მოსახლეობას.

საქმესაიდუმლოგრიფის მატარებელია, თუმცა საქმის დეტალებზე ისაუბრა დავით საგანელიძემ, ასევე ბიძინა ივანიშვილმა. ბატონო სოსო, როგორ ხსნის ამას ყოფილი მინისტრი და მათ შორის ექსპერტები, რომ გრიფი საიდუმლოსაქმეზე საჯაროდ საუბრობს უმრავლესობა?

- იმ შეხვედრაზე, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, დავრწმუნდით, რომ ყველაფერი მთლად ისე არ იცის ბატონმა ივანიშვლმა, როგორც ამაზე საუბრობდა. არსებობს იმისგან განსხვავებული ინფორმაცია, რასაც ფლობს ბატონი ივანიშვილი. ასეთ ვითარებაში ერთი კითხვა მებადება - საკვებით მოწამლული ჯარისკაცების თემა რატომ უნდა იყოს საფრთხის შემცველი მინისტრისთვის? დავითვალოთ 2013-2014 წლებში ქვეყანაში რამდენი ადამიანი აღმოჩნდა იმავე მდგომარეობაში, როგორშიც ჩვენი ჯარისკაცები აღმოჩნდნენ. ახლა, ჩვენც მოვითხოვოთ, რომ ყოფილმა და მოქმედმა პრემიერ-მინისტრებმა აგონ ამაზე პასუხი?!

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც, ჯერ დააკავეს და მერე სასამართლომდე გაათავისუფლეს ადამიანები, ბევრად უფრო სანდოდ გამოიყურებიან, ვიდრე ამ საქმით დაკავებული პროკურატურის თანამშრომლები, თუნდაც იმიტომ, რომ ამ საქმესაც ასაიდუმლოებენ და ცდილობენ დაადონ გრიფი საიდუმლოებისა, ეს მაშინ, როდესაც ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ ადებდნენ საიდუმლოების გრიფებს ე.წ. ჯაშუშებს, მათ შორის ბიზნესმენებს.

აპატიმრებდნენ, უსჯიდნენ, ასაიდუმლოებდნენ და დღემდე წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი ბოროტების გამჟღავნება არ სურს დღევანდელ ხელისუფლებას, იმავე კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, რომელსაც ერთი წელი ხელმძღვანელობდა ბატონი ჯანელიძე. ამიტომ, ერთმანეთთან დაკავშირებული ბევრი თემა, ჩვენს საზოგადოებას მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ ერთია პოლიტიკური კოაბიტაცია დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს შორის და მეორეა კრიმინალური კოაბიტაცია, როდესაც დამნაშავე არ ისჯება და სამართლიანობა არ აღსდგება.

თქვენ მოუსმინეთ ალასანიას და საქმის ადვოკატს, თუ იგეგმება საქმის მთავარ მხარესთან, მთავარ პროკურორთან ან საქმის პროკურორთან თქვენი ექსპერტების შეხვედრა და გარკვევა იმისა, კონკრეტულად, სად იკვეთება კორუფციის ფაქტი?

- თუ ვერ ხედავენ ყოფილი და დღევანდელი პრემიერ-მინისტრები რამდენად უსამართლოა პროკურატურა კონკრეტულ გადაწყვეტილებებში, მითუმეტეს პოლიტიკურად ანგაჟირებულ საქმეში, ეს მით უარესი. არ ვაპირებთ პროკურატურასთან ურთიერთობას, თავზე საყრელი აქვთ საქმე, ამიტომ, თუ ჩვენთან საუბარში ერთ საათს დაკარგავენ, ბევრად მეტი საქმე დარჩებათ გამოუძიებელი. ჩვენი პროკურატურის მოქმედების ტემპი იმდენად ნელია, რომ სირცხვილის გრძნობასაც არ გრძნობენ. საუბარია 9-10 წლის წინანდელ დანაშაულზე, რომელსაც იკვლევენ და გარკვეული კალენდარული თარიღის გათვალისწინებით ააქტიურებენ-ხოლმე. თავად სასმართლოც დაუსრულებლად იხილავს ერთი და იმავე საქმეს. პროკურატურის და სასამართლოს ასეთი მავნებლური კოაბიტაციის შედეგია ის, რომ გადის წლები და დახურულ საქმეებზე სასამართლოს საბოლოო სხდომა არ ტარდება.

პროკურატუარა 2 წლის განავალობაში არ დაინტერესებულა თავდაცვის სამინისტროს 2009-2010-2011-2012 წლების სახელმწიფო ტენდერებით. როგორ ფიქრობთ, რატომ არ ინტერესდება პროკურატურა ახალაია-შაშკინის პერიოდით და ეს ადასტურებს, რომ პროკურატურის გარკვეული ჯგუფი კოაბიტაციაშია ნაციონალებთან?

- თემა, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ზუსტად ასახავს რეალობას. სწორედ ეს არის თემები, რომელიც საფუძველს მაძლევს ვიფიქრო, რომ დღესაც საქართველოში საქმე გვაქვს ზურიკელა ადეიშვილის სახელობის პროკურატურასთან.