საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ვლადიმერ მერაბის ძე ქერდიყოშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
კაპრალი მე-5 თვეა იმყოფებოდა დათხოვნაში. ვლადიმერ ქერდიყოშვილი მივლინებული იყო ინგლისური ენის შემსწავლელ კურსზე.
ვლადიმერ ქერდიყოშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 5 თებერვლიდან ირიცხებოდა. კაპრალს გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალებში მხარდამჭერი ბატალიონის კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო სისტემების ასეულის „ბ“ ტიპის რადიო კავშირების მანქანების ჯგუფის რადიოოპერატორის პოზიცია ეკავა.
საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.