ტრენინგი საოფისე პროგრამებში

ტრენინგი საოფისე პროგრამებში

თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის თანამშრომლებმა საოფისე პროგრამებში ტრენინგი გაიარეს. სემინარი ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით თავდაცვის სამინისტროს მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით ჩატარდა.

დღეს, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი უჯმაჯურიძემ გენერალური ინსპექციის, J-2 დაზვერვის დეპარტამენტისა და J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის თანამშრომლებს ტრენინგის წარმატებით გავლის სერთიფიკატები გადასცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

სემინარი თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და გენერალური შტაბის თანამშრომლებისთვის ტრენინგები საოფისე პროგრამებში მომავალშიც გაგრძელდება.