ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპასა და აშშ-ში ვერ მოიხსნა განცდა, საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნასთან დაკავშირებით, რაზეც პირდაპირ პასუხისმგებლები არიან ირაკლი ალასანია, მაია ფანჯიკიძე და ალექსი პეტრიაშვილი. ღარიბაშვილის ამ განცხადების შემდეგ, უკვე უმრავლესობაც ამბობს, რომ საეთაშორისო მიმართულებით გარკვეული ხარვეზები ნამდვილად იყო.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ პრემიერის და უმრავლესობის განცხადებას არგუმენტირება სჭირდება, რადგან მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვის რაში უხიდს ფულს. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია გაასაჯაროვოს ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ მთავრობის საგარეო გუნდი სააკაშვილის ლობირებით იყო დაკავებული.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
პრემიერ-მინისტის განცხადება, რომ სამი მინისტრი, რომლებიც საგარეო მიმართულებას კურირებდნენ, ნაციონალების სასარგებლოდ მუშაობდნენ დასავლეთში. თუ პრემიერს ჰქონდა ეს ინფორმაცია, მაშინ ჩნდება კითხვა, რას ელოდებოდა ხელისუფლება და ადრე რატომ არ იქნა მათი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული...
- ლოგიკური კითხვაა. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ამ სიტუაციაში ყველა მოქმედი პირი ემოციებით ხელმძღვანელობს. ემოციური იყო ირაკლი ალასანიას განცხადება, ისევე, როგორც ისეთი მაღალი კვალიფიკაციის ადამიანების, როგორიც არის პეტრიაშვილი და ფანჯიკიძე. აქეთა მხარესაც რომ ემოციებია და თანაც დიდი დოზით, ამას ჩემი თქმა არ სჭირდება, ეს ივანიშვილმა თვითონ თქვა. სამწუხაროდ, ეს ემოციები აგრძელებს მუშაობას, არ დამთავრებულა. რაც ღარიბაშვილმა თქვა, ეს არ ნიშნავს ლობირებას, არამედ ისინი უბრალოდ არ საუბრობდნენ იმ ხარვეზებზე, რაც ახასიათებდა სააკაშვილის ხელისუფლებას. მაგრამ უნდა ითქვას, რომ, თუ კი, თემა ეხებოდა სააკაშვილს, იგივე პირები ღიად იძახდნენ იმის შესახებ რაც ხდებოდა სააკაშვილის დროს.
პრემიერის ამ განცხადების შემდეგ, იგივე გაიმეორა საპარლამენტო უმრავლესობამ და ამბობენ, რომ იყო ხარვეზები საგარეო მიმართულებით, თუ კი იყო ხარვეზები და ამას მალავდა ხელისუფლება, მიგაჩნიათ, რომ ეს სწორი ნაბიჯია?
- ამ ხელისუფლებამ სწორედ ის არ იცის, რომ თქვენნაირი კვიმატი ხალხი ჩასაფრებულია მათ პოზიციას. ლოგიკურად ჩნდება კითხვა, თუ აქამდე ჩუმად იყვნენ და ამ ხარვეზზე მხოლოდ ახლა საუბრობენ, რბილად, რომ ვთქვათ, ეს არის შეცდომა. მათ ყველა დეტალზე კარგად გააზრებული და მორგებული ვერსიაც არ აქვთ. ეს კი, მიუთითებს, რომ ბევრი რამ ემოციებით არის ნაკარნახევი და მათ შორის ეს ფრაზებიც.
უარგუმენტოდ და მტკიცებულების გარეშე გაკეთებული განცხადებები და მითუმეტეს, მთავარობის ხელმძღვანელის მხრიდან, არ აზიანებს ქვეყანას? ექსპერტების მხრიდან იგივე მაია ფანჯიკიძის მიმართ იყო უკმაყოფილება, მაგრამ ამაზე არსოდეს არ ყოფილა პრემიერის მხრიდან კრიტიკა, არც საპარლამენტო მოსმენებზე არ დასმულა კითხვები ამ მიმართულებით. როდის იყო ხელისუფლება გულწრფელი მაშინ, თუ ახლა?
- ეს ყოველთვის იყო და არის ქართული პოლიტიკის პრობლემა. სანამ გუნდის წევრია და რომც იყოს პრობლემები, ცდილობენ, რომ ეს გარეთ არ გამოვიდეს, მაგრამ პირი რომ გამოვა გუნდიდან, პრობლემების არარსებობის შემთხვევაშიც ცდილობენ წარმოაჩინონ როგორც პრობლემური პიროვნება. ეჭვი არ მეპარება, რომ საგარეო უწყებაზე პრობლემები მინიმალური იქნებოდა. იმიტომ, რომ ისეთი წარმატებული საგარეო კონტაქტები, როგორიც ამჟამად იყო ფანჯიკიძის ხელში, იშვიათად გვქონია. ყველა მიმართულებით, ხელმოწერები, კონტაქტები, ვიზიტები და ა.შ.
თუ ის მიმართულება იგულისხმება, რომ საგარეო ურთიერთობის კულუარებში ლობირებას ვერ ახერხებდნენ ისეთს, როგორიც ნაციონალებს ჰქონდათ, ამაზე ნათქვამ საყვედურს პასუხი გასცეს ოცნების გუნდის წევრებმა. ნაციონალებს ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან ჰქონდათ ურთიერთობა უცხოეთთან, ძალიან ძნელია შეეჯიბრო მათ იმ ფესვის სიღრმეში, რომელიც უცხოეთში აქვთ გადგმული, ამას დრო უნდა. დღეს ეს არგუმენტი არ ახსენდებათ, რადგან სამწუხაროდ, ისევ და ისევ, ემოციები ჭარბობს.
ფაქტია, რომ ემოციებმა ქათულ სინამდვილეში ბევრი პრობლემა შეუქმნა ქვეყანას, დაწყებული 90-ანი წლებიდან. ამ შემთხვევაში როგორ შეძლება პროცესები განვითარდეს, გამორიცხავთ, რომ ეს ემოციური ფონი გარკვეულმა ძალამ, უფრო სწორედ, მეზობელმა სახელმწიფომ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს?
- შენს შეცდომას ყველა გამოიყენებს, მუთუმეტეს, თუ შეცდომის წყარო ემოციაა. ისევე როგორც ჭადრაკს არ შეეფერება ემოციურობა, პოლიტიკიას - მითუმეტეს. რაც შეეხება გამოყენებას, როდესაც ირაკლი ალასანიამ გააკეთა საგარეო კურსის შეცვლაზე განცხადება, რუსი ჟურნალისტების ზარი არ წყდებოდა ჩემს ტელეფონზე. ერთგავრი დამტკბარი ხმით მეკითხებოდნენ, მართლა იმძლავრა თუ არა საქართველოში რუსეთთან ორიენტაციის მსურველთა რაოდენობამ. ყოფილი მინისტრის ამ ფრაზამ დასავლეთი გააღიზიანა, რუსეთს კი ასიამოვნა და ამ სიამოვნების იქეთ კიდევ რა პროცესებს ატრიალებს საიმისოდ, რომ აქ რაღაცა პროპუსული ხდება, ეს ჩვენ არ ვიცით. ასე რომ, ეს ემოციურობა ძალიან საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესემენები გარკვეულ ა-ო და მათ შორის მედია-საშუალებას აფინანსებენ, კონკრეტულად კი საუბარია მიხეილ ხუბუტიაზე. ფაქტია, რომ რუსეთის მხრიდან ამგვარ წყალობას, აქვს თავისი მიზანი...
- რა თქმა უნდა, ეს რაღაცა მიზანს ატარებს, მაგრამ რამდენად აზრიანია მისი ნაბიჯები, ეს სხვა საკითხია, მაგრამ უმიზნოდ რუსეთი ფულს არ ყრის, რაც უნდა გაითვალისწონოს ხელისუფლებამ. თქვენ ახლა დაფინანსება ახსენეთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში მცხოვრები ბიზნესმენებიც აპირებენ დააფინანსონ „ქართული მაედანი“, ჩვენ გვახსოვს სააკაშვილიც დაიმუქრა საქართველოში „მაედანი“ იქნებაო. ამ მხრივ, ერთი მხრიდანაც ჩანს ინტერესი, რომელსაც ფინანსები ახლავს და მეორე მხრიდანაც ჩანს ინტერესი, რომელსაც ასევე ახლავს ფინანსები.
შეიძლება, რომ მაედანის თემა არ იყოს მხოლოდ სააკაშვილი-უკრაინის დონზე მიღებული გადაწყვეტილება?
- რასაკვირველია, მე არ გამოვრიცხავ, რომ ამერიკის პოლიტიკური ელიტის გარკვეული ფიგურებიც იყვნენ დაინტერესებული იმით, რომ საქართველოში რაღაცა მაედნის მაგვარი მოხდეს. იგივე ფიგურები, რომლებიც უკრაინული მაედანით იყვნენ დაინტერესებული, რადგან მათ საქართველოში ამერიკის ერთგული თუ ეგულებათ, ურჩევნიათ ასეთები ჰყავდეთ, ვიდრე შემკამათებელი ფიგურები. ასე რომ, აქ შეიძლება რთული სიტუაცია შეიქმნას. ამაზე მარტო ხელისუფლებამ არ უნდა იფიქროს, ეს უნდა გაითვალისწინოს საქართველოს მოსახლეობამ.
ნუ დაგვავიწყდება, რომ „ვარდების რევოლუციას“ მხარს უჭერდა დასავლეთი, რის შედეგადაც მივიღეთ სააკაშვილის ხელისუფლება. რაღაცა ანალოგიური შეიძლება გარკვეულ წრეებში ახლაც იყოს ჩაფიქრებული და მეორე მხრივ, ისეთი ტიპის გადატრიალებები, რომელიც პრორუსულ, პროსაბჭოთა ოდიოზურ ორიენტაციას შემოტენის საქართველოში. ჩვენთვის არც ერთი არაა მისაღები. საერთოდ, რევოლუციები არ გვინდა, მაგრამ ვერც ერთი ვერ მოხდება თუ ხალხმა არ დაუჭირა მხარი. ამდენად, ხალხის დამოკიდებულება და ორიენტაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისა, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში.