გავახუროთ ღუმელი კარლად. ტაფაზე დავაწყოთ თევზები ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდნენ და წავუსვათ ნივრის, ლიმონის წვენისა და ზეთის ნარევი.
თითოეული თევზი გავახვიოთ ვაზის ფოთლებში, ჩავაწყოთ ყალიბში, დავასხათ მარინადი და 30 წუთით შევდგათ ღუმელში. მოვაპკუროთ ზეთი.
სოუსიდან უნდა ჩანდეს ვაზის ფოთლები. შევაბრუნოთ 5-10 წუთით ღუმელში. გამოვიღოთ და მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები. სულ ბოლოს კი, კერძი მოვრთოთ პიტნისა და ქინძის ფოთლებით.
ინგრედიენტები:
4 ცალი დაახლოებით 300-300-გრამიანი თევზი – კალმახი, კეფალი ან ქორჭილა,
5 კბილი ნიორი,
2 ლიმონის წვენი,
5 ს/კ ზეითუნი ზეთი,
20 ცალი ვაზის ფოთოლი,
1-2 ც ბროწეული,
პიტნა და ქიძი,
ზეითუნის ან ნიგვზის ზეთი.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: წინანდალი.