სასარგებლო რჩევები... ცოლებს!

სასარგებლო რჩევები... ცოლებს!

1. გახსოვდეთ – ქმარიც ადამიანია. შეიძლება, თავი მასაც სტკიოდეს, ჰქონდეს კრიტიკული მომენტები და „ჩავარდნები“ განწყობაში.

2. სანამ ქმარს შენიშვნას მისცემთ და საყვედურებით აიკლებთ, გაიხსენეთ საკუთარი შეცდომები და ჩვევები, რომლებიც, შესაძლოა, იმასაც აღიზიანებდეს.

3. არა უშავს, თუ ზოგჯერ მისი ნივთები უწესრიგოდ ყრია და ვერც ის შეაფასა ჯეროვნად, როგორი გულმოდგინებით დაუუთოეთ პერანგები. თქვენც ხომ არ აღფრთოვანდით მისი ნაჩუქარი სუნამოთი?!

ნუ დაგავიწყდებათ: რაც უფრო ხშირად მოეფერებით ქმარს და გაამხნევებთ თუნდაც დაუმსახურებელი კომპლიმენტებით, მით უფრო ადვილი გახდება მისი გაწვრთნა.

გიყვართ, ხომ, დედა? – ზუსტად ასე უყვარს  თავისი დედა თქვენს ქმარსაც. თუ მასზე კარგს არ ამბობთ, ცუდსაც ნუ იტყვით. თქვენი ქმარი, შესაძლოა, არ ლაპარაკობდეს დედიკოს მძიმე ხასიათზე, მაგრამ, ყველაფერს ხედავს  (დააფასებს თქვენს სიჩუმესაც).

არ გალანძღოთ და არ გაჭოროთ ქმარი გარეშე პირებთან, ნათესავებთან და თუნდაც უახლოეს მეგობრებთან. თუ მასში რამე არ მოგწონთ, ნუ ეტყვით მოწმეების თანდასწრებით, სკანდალისა და დამრიგებლური ტონის გარეშე. ნუ იქნებით მწვრთნელის როლში. გაწვრთნაზე ნუ იტყვით უარს, მაგრამ, ეს ფარულად გააკეთეთ – დაე, ეგონოს, რომ თქვენი წარმმართველი და მესაჭე თავად არის.