ფუტკრის შხამის სასარგებლო თვისებები

ფუტკრის შხამის სასარგებლო თვისებები

მრავალწლიანმა დაკვირვებებმა ცხადყო, რომ ფუტკრის შხამი რევმატიზმს კურნავს.

ასევე, დადგინდა, რომ შხამი სისხლში ქოლესტერინის დონეზეც ახდენს გავლენას. ზოგიერთი დაავადების დროს მას ზევით სწევს, სხვა შემთხვევაში კი – პირიქით.

ფუტკრის შხამი ბუნებრივი, ბიოლოგიურად აქტიური შენაერთების რთული კომპლექსია. მისი შემადგენლობა სრულყოფილად ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი, მაგრამ, დადგენილია, რომ ის დაახლოებით ათ ცილოვან ნივთიერებას შეიცავს, კერძოდ, სხვადასხვა პეპტიდს, 20 სახის ამინომჟავას, ჰისტამინს, ცხიმოვან ნივთიერებებს, სტარონებსა და ნახშირწყლებს.

ფუტკრის შხამი უძლიერესი იმუნოსტიმულატორი და იმუნომოდულატორია. მისი მინიმალური კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმზე მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს.

ფარმაცევტული ფირმები ფუტკრის შხამისგან ბევრ გამწმენდ პრეპარატს ამზადებენ ინიექციის, დასაზელი მალამოს, საინჰალაციო საშუალებების სახით, მაგრამ, ცნობილია, რომ საუკეთესო სამკურნალო ეფექტს მხოლოდ ახლად გამოღებული შხამი იძლევა.