წიწიბურა ნერვულ სისტემას აძლიერებს

წიწიბურა ნერვულ სისტემას აძლიერებს

წიწიბურა ძალიან სასარგებლო საკვებია. მას ადამიანის ორგანიზმიდან გამოაქვს რადიონუკლიდები, ზრდის კუნთების ძალასა და ამტანობას, ამაღლებს პოტენციას, ამაგრებს სისხლძარღვებსა და ნერვულ სისტემას, ეხმარება ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის განკურნებას.

წიწიბურასგან მომზადებული „კისელი“ დაგეხმარებათ სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. ის აქვეითებს ქოლესტერინის დონეს და არეგულირებს წნევას.

მკურნალობისთვის საჭიროა დღეში ორჯერ – დილით და საღამოს, ჭამოთ 100 გრამი წიწიბურას „კისელი“, რომელიც ასეთი წესით უნდა მოამზადოთ:

3 სადილის კოვზი დაფქული წიწიბურა გახსენით 1 ჩაის ჭიქა ცივ წყალში. ცალკე ჭურჭელში აადუღეთ 1 ლიტრი წყალი და ნელ-ნელა ჩაასხით შიგ გამზადებული მასა. ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში და თან ურიეთ. შეგიძლიათ, მას ცოტა ნატურალური თაფლი და ნიგოზიც დაამატოთ (გემოვნების მიხედვით).