ოხრახუშის სასარგებლო თვისებები

ოხრახუშის სასარგებლო თვისებები

ოხრახუშს სამკურნალო თვისებები აქვს. მაგალითად, 100 გრამი ახალმოკრეფილი ოხრახუში შეიცავს C ვიტამინისა და კაროტინის ორი დღის ნორმას. ეს მწვანილი, აგრეთვე, მდიდარია სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის მინერალური ნივთიერებებითაც, კერძოდ, რკინით, კალიუმითა და კალციუმით.

ახალგამოწურული ოხრახუშის წვენი შეგიძლიათ მიიღოთ, როგორც ნაღველმდენი საშუალება, თითო სადილის კოვზი, დღეში ორჯერ.

ოხრახუშის დაღეჭვა პირში ცუდ სუნს აქრობს, ასევე, მინიმუმამდე ამცირებს ბაქტერიებს.

ხალხურ მედიცინაში, ოხრახუში უძველესი დროიდან გამოიყენება ჭრილობების შესახორცებლად და თირკმელების დაავადებების სამკურნალოდ.

ის, ასევე, აღადგენს ძალებს, ხელს უწყობს მხედველობის შენარჩუნებას და ამაგრებს ღრძილებს.