მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და საჭმლის მონელებას, არამედ მას მატონიზებელი ეფექტიც აქვს.

ის ხელს უწყობს სხეულის ფორმის შენარჩუნებას. მწვანე ჩაი ადამიანმა ყოველდღიურად უნდა სვას. ის შეიცავს ნატრიუმს, მაგნიუმსა და კალიუმს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას.

ფორთოხალი არის C ვიტამინის საბადო. მჟავე გემოს წყალობით, C ვიტამინი ააქტიურებს კუჭის წვენის ფერმენტების მუშაობას, აუმჯობესებს ცილების, რკინისა და კალციუმის ათვისებას.

კივიც მდიდარია C ვიტამინით, რომელიც აუმჯობესებს ნახშირწყლების შეთვისებას და ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში. გარდა ამისა, კივი დიდი რაოდენობით შეიცავს ნატრიუმს, მაგნიუმსა და კალიუმს, რომელიც ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და დიდი რაოდენობით შეიცავს ასევე იოდს.

ვაშლი აჯანსაღებს ნაწლავებს. ის კარგია მათთვის, ვისაც ჭარბი წონის პრობლემა აწუხებთ. დილით მირთმეული ერთი ვაშლი კი გულის მუშაობას აუმჯობესებს.