ერთხელ ცირკის დირექტორმა ბორის წიფურიამ რუსთაველის თეატრში “ხანუმაზე” 13 ლილიპუტი გოგონა მიიყვანა.
დარჩენილი ყოფილა მხოლოდ პირველი რიგის ოთხი ბილეთი. ყველანი იმ სკამებზე დაეტივნენ. თურმე მთელი დარბაზი მათ უყურებდა.
ეს “ორიგინალური” მაყურებლები არც თეატრის მსახიობებს გამორჩენიათ. როლში შესულ ეროსი მანჯგალაძეს უთქვამს: “ორი უღელი კამეჩი რომ მოვლალევი, ისეთი პატარები იყვნენ, ისეთები, რომა, აი, როგორც, აი, ჩვენი სტუმრები არიანო”.
დაწყვეტილა სიცილით მთელი თეატრალური დასი.