ათი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი დიეტისთვის

ათი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი დიეტისთვის

1. რძის პროდუქტები – უცხიმო ხაჭო, მაწონი, კეფირი, ყველი.

2. ვაშლის ძმარი (აქრობს მადას) – 1 ჩაის კოვზი მოასხით უმი ბოსტნეულის სალათას.

3. ნალექიანი ყავა და მწვანე ჩაი ხელს უწყობს ცხიმების წვას.

4. წითელი წიწაკა – მისი სიმწარე წვავს დღეში 305 კილოკალორიას (ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეთ).

5. სანელებლები – ხელს უწყობს საჭმლის სწრაფ მონელებას.

6. „ჰერკულესი“ – ხელს უშლის ცხიმების „ჩალაგებასა“ და ორგანიზმში სითხის შეკავებას.

7. ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) – ლიმონი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი. თუ ყოველი კვების შემდეგ ნახევარ გრეიპფრუტს მიირთმევთ, ის სასწრაფოდ „დაწვავს“ მიღებული კალორიების ნახევარს.

8. იმბირის ფესვი – აწესრიგებს კუჭის სეკრეციას, სისხლის მიმოქცევასა და ნივთიერებათა ცვლას, რაც ხელს შეგიწყობთ გახდომაში.

9. სალათის ფოთლები – აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.

10. პაპაია – შეიცავს ცხიმების „დამწველ“ ბუნებრივ ნივთიერებებს. მიირთვით უშუალოდ ჭამამდე, ჭამის პროცესში ან მაშინვე, ჭამის შემდეგ – მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებთ სასურველ შედეგს.