დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა. მასთან ერთად საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებოდა. ირაკლი ალასანიამ 2008 წლის აგვისტოს ომში, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლებში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება სპეციალური ოპერაციების ძალების ორგანიზებით ჩატარდა. მსგავსი ღონისძიებები მიზნად ისახავს დაჭრილი და ამპუტირებული სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებასა და მოტივაციის გაზრდას, ასევე, მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებას.