ტყის მარწყვის სასარგებლო თვისებები

ტყის მარწყვის სასარგებლო თვისებები

ტყის მარწყვის სამკურნალო თვისებების შესახებ, ხალხური მედიცინისთვის, უკვე დიდი ხანია, ცნობილია. ის აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.

განსაკუთრებით სასარგებლოა ცოცხალი კენკრის წვენი.

გამშრალი ტყის მარწვის ფოთლებითა და ნაყოფით კი, შეგიძლიათ, ასეთი სამკურნალო ნაყენი მოამზადოთ: 2 სადილის კოვზ ნედლეულს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი, დადგით მდუღარე წყლის ორთქლზე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააგრილეთ და ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ, დღეში სამჯერ.

ზოგიერთ ადამიანში ტყის მარწყვი ალერგიულ რეაქციას იწვევს. ასეთ შემთხვევაში მისი მიღებისგან თავი უნდა შეიკავოთ.