მარსზე გიგანტური ტბა იყო

მარსზე გიგანტური ტბა იყო

მარსის გეოლოგიური რუკის შედგენის ახალმა პროექტმა მეცნიერებს საშუალება მისცა, დაედასტურებინათ წარსულში მარსზე დიდი ტბის არსებობის ჰიპოთეზა.

ამერიკის შეერთებული შტატების პალეონტოლოგიის ინსტიტუტის განცხადებით, 2 000 კილომეტრი დიამეტრისა და 8 კილომეტრი სიღრმის ტბა პლანეტის სამხრეთ ნახევარსფეროში, დღევანდელი ელადის დაბლობის ადგილზე იყო. სწორედ ამ ინსტიტუტის სწავლულებმა, დოქტორ ლესლი ბლიმასტერის ხელმძღვანელობით, მოამზადეს რეგიონის დაწვრილებითი გეოლოგიური რუკა, რომელიც მრავალი მარსული ზონდების მონაცემებზეა დაფუძნებული.

მაღალი ხილვადობის სურათების ანალიზმა მეცნიერებს საშუალება მისცა, აღმოეჩინათ მრგვალი ჩაღრმავება ელადის დაბლობის აღმოსავლეთით. ეს ყველაზე დიდი კრატერია მარსზე, რომლის ფენოვანი დანალექები შეიძლება წარმოქმნილიყო ამ რეგიონში დიდი ღია წყალსატევების არსებობის შემთხვევაში. ბლიმასტერის აზრით, ამ ტიპის დანალექები მთის მასივის ეროზიის შედეგად წარმოიქმნა, რადგან ამ ადგილას გიგანტური ტბა არსებობდა და ამ ჩაღრმავებას მთლიანად იკავებდა.

ახალი მონაცემები საშუალებას იძლევა, დავადგინოთ, როგორ იცვლებოდა ამინდი მარსის ისტორიაში და, შესაბამისად, როგორი იყო ჰიდროსფერო პლანეტაზე. დღეისთვის მარსზე წყალი მხოლოდ მუდმივი გამყინვარების ფენებისა და პლანეტის პოლუსებზე ყინულის ქუდების სახით არსებობს.