ქათამი უფრო ადრე გაჩნდა თუ კვერცხი

ქათამი უფრო ადრე გაჩნდა თუ კვერცხი

ბრიტანელმა სწავლულებმა შეძლეს ეპასუხათ კითხვაზე: რა უფრო ადრე იყო – ქათამი თუ კვერცხი.

შეფილდისა და უორიკის უნივერსიტეტების სწავლულები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ უფრო ადრე მაინც ქათამი გაჩნდა, რომელმაც, თავის მხრივ, დადო პირველი კვერცხი.

იმისთვის, რათა ეს ამოცანა ამოეხსნათ, სწავლულებმა შექმნეს კვერცხის ნაჭუჭის წარმოქმნის მოდელი კომპიუტერის საშუალებით. კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ ნაჭუჭის ფორმირებაში ძირითად როლს ასრულებს განსაკუთრებული ცილა ოვოკლედინინი – 18(OC-17), რომელიც ქათმის საკვერცხეში გამომუშავდება.

„საგულისხმოა, რომ ფრინველების სხვადასხვა სახეობებში ამ ცილის სხვადასხვა ვარიანტი შეიმჩნევა, მაგრამ თავისი ფუნქციური განსაკუთრებულობებით ისინი პრაქტიკულად არაფრით განსხვავდებიან“, – განაცხადა კვლევების ერთ-ერთმა მონაწილემ, კოლინ ფრინენმა.

სწავლულთა მონაცემებით, OC-17 კვერცხის ნაჭუჭის განვითარების კატალიზატორია. იგი ხელს უწყობს კალციუმის კარბონატის კალციტის კრისტალად გარდაქმნას. ამ ცილის დახმარებით ნაჭუჭი უფრო მყარი ხდება და იცავს წიწილის ჩანასახს.

ნაჭუჭის ჩამოყალიბების პროცესი და ამ პროტეინის არსებობა ადრეც იყო ცნობილი, მაგრამ მხოლოდ ახლა შეძლეს მეცნიერებმა სრულფასოვანი სურათის მიღება. ახლა მკვლევრები აპირებენ, თავიანთი აღმოჩენა წარმოებაში გამოიყენონ, მაგალითად, ახალი მასალების დამუშავებისას.