საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

მივესალმებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას შორის ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულების და ძალთა სტატუსის შესახებ ნატოსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას შორის შეთანხმების ხელმოწერას.

აღნიშნული საკანონმდებლო ბაზა შესაძლებლობას იძლევა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა, ნატოს ISAF-ის მისიის დასრულების შემდეგ, დაიწყონ თვისობრივად ახალი, ,,გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისია, რომელიც  ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების წვრთნასა და მხარდაჭერაზე იქნება ორიენტირებული.

საქართველო, როგორ ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი პარტნიორი, მზადაა ინტენსიურად ჩაერთოს ნატოს „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში და მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მხარდამხარ გაგრძელოს ავღანეთისა და გლობალური უსაფრთხოების გამტკიცების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.

ავღანეთის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განმტკიცების მიზნით,  ქართული მხარე, ასევე, მზად არის   ავღანურ მხარესთან ორმხრივ ფორმატში ეფექტიანი თანამშრომლობა განავითაროს.