საპატრულო პოლიციამ ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

საპატრულო პოლიციამ ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული აკაკი პ. ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა „112"-დან მიიღო შეტყობინება საბურთალოზე, ვაზისუბნის ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღობის შესახებ. ადგილზე მისულ პოლიციელებს ტაქსის მძღოლმა განუცხადა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ყაჩაღურად თავს დაესხა, დანის მუქარით ფული მოსთხოვა, 15 ლარი წაართვა და მიიმალა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, აკაკი პ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, კანდელაკის ქუჩაზე დააკავეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა - ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179 -ე მუხლის 1-ლი ნაწილით).