რომელი ბოსტნეული იცავს კბილებს კარიესისგან

რომელი ბოსტნეული იცავს კბილებს კარიესისგან

ჩვენი კბილების ჯანმრთელობა და სილამაზე პირდაპირ კავშირშია მათ მოვლასთან, ეკოლოგიურ გარემოსთან, ცხოვრების წესთან, მიღებული საკვების ხარისხთან და ასე შემდეგ. ასევე, აუცილებელია კბილების რეგულარული პროფილაქტიკა და მათი სწორი მოვლა.

საუზმეზე კბილების გაწმენდა რეკომენდებული არ არის, რადგან ჭამის შემდეგ მათზე მინანქრის დამშლელი ნადები მაინც რჩება. ამიტომ, დილით, ადგომისთანავე, პირში გამოივლეთ ცივი წყალი, საუზმის შემდეგ კი კბილები საფუძვლიანად გაიხეხეთ. ასევე, აუცილებელია ძილის წინ მათი გახეხვა, რათა მავნე მიკრობები პირის ღრუდან გამოდევნოთ.

კბილების ქვემოდან ზევით და მარცხნიდან მარჯვნივ გახეხვა სწორი არ არის. ამგვარი მეთოდით შესაძლოა, მინანქარი დაზიანდეს და კბილის ნადები ღრძილების ქვეშ დაგროვდეს. კბილების გახეხვა ზედა ყბიდან უნდა დაიწყოთ და ასე გამოიტანოთ ღრძილებიდან კბილის ნაპირებისკენ დაგროვილი საჭმლის ნარჩენები. პირველად მარცხენა მხარეს მდებარე კბილები გაისუფთავეთ, შემდეგ – მარჯვენა, ამის შემდეგ კი ცენტრალურ ნაწილში ჩამწკრივებული კბილები.

კბილის ჯაგრისის შერჩევისას, უპირატესობა მიანიჭეთ ისეთს, რომლის თავიც ტართან მჭიდროდაა შეერთებული. ასეთი ჯაგრისი საჭირო დაწოლას უზრუნველყოფს და კბილებს კარგად წმენდს. ყურადღება მიაქციეთ ჯაგრისის ბეწვსაც. მას სხვადასხვა მიმართულება უნდა ჰქონდეს და ასევე, ის ორ თვეში ერთხელ გამოცვალეთ. მწეველებმა, ჩაის და ყავის მოყვარულებმა მაგარი ჯაგრისი უნდა გამოიყენონ, მგრძნობიარე მინანქრისა და დაავადებული ღრძილების მქონე ადამიანებმა – რბილი ჯაგრისი.

ჭამის შემდეგ ბევრი საღეჭ რეზინს ანიჭებს უპირატესობას. ის კბილებიდან ნარჩენების მოშორებას უწყობს ხელს, მაგრამ მხოლოდ ზედაპირს ასუფთავებს და კბილებს შორის ვერ აღწევს. კარიესი კი სწორედ კბილებს შორის ჩნდება. ამიტომ, საღეჭი რეზინი ჯანმრთელი კბილების გარანტი ვერ იქნება.

შეგიძლიათ, ხშირად ღეჭოთ სტაფილო, ვაშლი, ბოლოკი და სხვა მაგარი საკვები. საღეჭი რეზინი კი, ათ წუთზე მეტხანს არ ღეჭოთ. მისი დიდხანს ღეჭვით კუჭს დაიზიანებთ. ამ დროს ხდება კუჭის წვენის დიდი რაოდენობით ფუჭად გამომუშავება.