მზის ორბიტაზე ხელოვნური ობიექტი აღმოაჩინეს

მზის ორბიტაზე ხელოვნური ობიექტი აღმოაჩინეს

ასტრონომებმა მზესთან ახლოს აღმოაჩინეს ობიექტი, რომელიც ადამიანის მიერ არის შექმნილი. მას სახელიც დაარქვეს 2014KQ.

პირველად 2014KQ მიმდინარე წლის 16 მაისს შეამჩნიეს, დედამიწის ახლოს, ასტეროიდების აღმოჩენის მიზნით, დაზვერვის დროს. ობიექტი ვარსკვლავის ირგვლივ 1,04 წელიწადის ტოლი პერიოდით ბრუნავს. მისი ფორმისა და ორბიტის დახრილობის გამო იგი ასტეროიდი ეგონათ, მაგრამ მოგვიანებით, გამოითქვა მოსაზრება, რომ 2014KQ გაკეთებულია დედამიწაზე. სპექტრალურმა ანალიზმა აჩვენა მასზე ტიტანის ორჟანგის არსებობა.

ალბათ, მზის ირგვლივ მბრუნავი ობიექტი საბჭოთა რაკეტამატარებლის „პროტონის“ მეოთხე საფეხურია, რომელმაც კოსმოსში გაიყვანა საპლანეტთაშორისო ავტომატური სადგური – „მთვარე-23“. რაკეტის სტარტი შედგა 1974 წლის 28 ოქტომბერს.

ამას წინათ ხელით შექმნილი ობიექტი გამოჩნდა დედამიწიდან დაშორებულ კოსმოსის რაიონში – ასტეროიდების მთავარ სარტყელში. აპარატი DAWN ასტეროიდებთან ერთად იბრუნებს მზის ირგვლივ და ასტრონომებს მონაცემებს მიაწვდის თავის სარტყელში მბრუნავი უმსხვილესი ობიექტების – ჯუჯა პლანეტა ცერერასა და ასტეროიდ ვესტეს შესახებ.