ევროპულ კომპანიებს არასასიამოვნო სიურპრიზი ელით: ევროკომისია აპირებს დაბალი მოგების გადასახადების მქონე ქვეყნები აიძულოს ტარიფებს გადახედონ. ე.წ. "საგადასახადო ოაზისებში" (თავისუფალ ეკონომიკურ და ინდუსტრიალ ზონებში) მოქმედ კომპანიებს მოგების შემცირება მოუწევთ, ხოლო წამყვანი ქვეყნების ბიუჯეტები, მათ შორის გერმანიის, საფრანგეთი და სხვა მაღალი მოგების გადასახადის მქონე ქვეყნების, გაიზრდება.
როგორც გერმანული პრესა იტყობინება, საგადასახადო ევროკომისარი, ალგიდრას სემეტა, ევროკავშირში მოგების საგადასახადო რეფორმის იდეის პრეზენტაციას სულ მალე გამართვას. რეფორმის მიზანი გადასახადების გამჭვირვალობის გაძლიერებაა.
თუმცა, ევროპელი დიპლომატები ვარაუდობენ, რომ ამასთან ერთად ევროკომისია აპირებს აიძულოს რიგი ქვეყნები, რომლებსაც გადასახადების ყველაზე დაბალი ტარიფები აქვთ, ისინი გაზრდონ. "ველოდებით, რომ ქვეყნებს, რომლებსაც დაბალი გადასახადები აქვთ დაწესებული, გრძელვადიან პერსპექტივაში მათი სხვა ქვეყნების გადასახადებთან გათანაბრება მოუწევთ,” - განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა.
რეფორმის შედეფად, კომპანიები იძულებულნი იქნებიან გადასახადების მთლიანი მოცულობა იმ ქვეყანაში გადაიხადონ, რომელშიც მათი საწარმო მდებარეობს. ამჟამად, კომპანიები სათაო-ოფისებს, დაბალი გადასახადების მქონე ქვეყნებში ათავსებენ, მაშინ როცა რეალურად ბიზნესი ევროკავშირის სხვა მაღალტარიფიანი გადასახადების მქონე ქვეყნებში აქვთ გაფანტული.
მაგალითად, კომპანია ბიზნესებს აწარმოებს მოგების მაღალი გადასახადის მქონე გერმანიასა და საფრანგეთში, ხოლო სათაო ოფისი აქვს განთავსებული კვიპროსში, სადაც ეს გადასახადი გაცილებით დაბალია. შესაბამისად კომპანიის მოგება იბეგრება კვიპროსში, გაცილებით ნაკლები პროცენტით, საიდანაც შემოსავალი კვირპოსის ბიუჯეტში შედის.
რეფორმის განხორციელების შემდეგ, მოსალოდნელია, რომ კომპანიები გადასახადებს იმ ქვეყნებში გადაიხდიან, სადაც ბიზნესს აწარმოებენ.
ამჟამად ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი მოგების გადასახადი კვიპროსშია - 10%. მაშინ როცა, გერმანიაში ამ გადასახადმა შესაძლოა 30%-საც გადააჭარბოს. არაა გასაკვირი, რომ მრავალი ევროპული კომპანია ამით სარგებლობს და სათაო ოფისებს ხმელთაშუა ზღვის ამ პატარა ქვეყანაში ხსნიან, მითუმეტეს ამის გაკეთება ძალიან ადვილია, - კომპანიის დარეგისტრირებას საშუალოდ რამდენიმე დღე სჭირდება.
ადგილობრივი ეკონომისტების განცხადებით, კვიპროსზე კომპანიის დასარეგისტრირებლად საკმარისია რეზიდენტის მოძებნა, რომელიც "ფიქტიური ხელმძღვანელობაზე" იქნება თანახმა, და რამდენიმე ათასი ევრო.
კვიპროსის გარდა გადასახადების გაზრდა შესაძლოა ლუქსემბურგს, ჩეხეთს და ირლანდიასაც მოუწიოთ, სადაც მოგების გადასახადი ჯერ-ჯერობით ევროპელ მეზობლებზე ნაკლებია. რეფორმის შედეგად, მაღალი გადასახადების მქონე ქვეყნებს (გერმანია, საფრანდეთი და ა.შ.), რომლებიც დიდი ხანია ასეთი ზომის გატარებას მოითხოვენ, სახელმწიფო ბიუჯეტები მილიარდობით ევროთი შეევსება.
ევროკომისარი სენერა ამ საკითხზე ევროკავშირის სხვა ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს. როგორც გერმანული პრესა იტყობინება, თუ 27 ქვეყნიდან, რეფორმას მხარს ყველა არ დაუჭერს, ევროკომისია ამ რეფორმის გატარებას ვერ შეძლებს.
კიდევ ერთი სიახლე რომლის შემოთავაზებასაც ევროკომისია აპირებს, არის რიგ კომპანიებზე საერთო გასადახადის დაწესება, რაც უშუალოდ ევროკავშირის ბიუჯეტში შევა. ამჟამად ევროკავშირის ბიუჯეტი მასში შემავალი ქვეყნების ბიუჯეტებიდან ივსება.
ინიციატივის თანახმად, რომლის განხილვაც ივნისშია დაგეგმილი, საერთაშორისო კომპანიები, როგორიცაა Siemens და Volkswagen ევროკავშირის კომპანიის სტატუსს მიიღებენ და გადასახადებს უშუალოდ მის ბიუჯეტში გადაიხდიან.